» » მიროსლავ კლოზე "ბავარიელებს" აზიურ ტურში გაჰყვება

მიროსლავ კლოზე "ბავარიელებს" აზიურ ტურში გაჰყვება

16-07-2017, 17:04 dachi8 სიახლეები 0

მიროსლავ კლოზე
„ბავარიელები“ აზიის ტურნეში კვირა საღამოს მიემგზავრებიან, მათ აუდის ტურნეში გერმანიის ფეხბურთის ლეგენდა მიროსლავ კლოზე გაჰყვება.

39 წლის გერმანელი, მსოფლიო ჩემპიონატების (16 გოლი) ყველა დროის ბომბარდირი და გერმანიის ფეხბურთის ლეგენდაა, რომელსაც ნაკრების მაისურით 71 გოლი აქვს გატანილი. „ბავარიის“ ყოფილი თავდამსხმელი (2007-2011წწ) მონაწილეობას მიიღებს „მიუნხენელების“ აზიურ ტურნეში რიგ პიარ და სპონსორულ ღონისძიებაში ჩინეთსა და სინგაპურში.

„სულმოუთმენლად ველოდები აზიაში გამგზავრებას „ბავარიასთან“ ერთად. ბევრი საინტერესო ქალაქი და ახალი შთაბეჭდილებები გარანტირებული იქნება. სრულიად სხვა და ახალი პერსპექტივა მექნება ამგვარ ტურნეში“ - განაცხადა კლოზემ.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამჟამად გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ირიცხება.

აზიურ ტურნეში კარლო ანჩელოტის ტოპ შემადგენლობა მიყავს. პრაქტიკულად ყველა პროფესიონალია იტალიელის განკარგულებაში. მათ რიცხვში ახალწვეულბი ხამეს როდრიგესი და კორენტენ ტოლისო, მოფლიოს ჩემპიონები თომას მიულერი და მათს ჰუმელსი, ასევე სუპერბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია. გუნდს ახალგაზრდულიდან რამოდენიმე ფეხბურთელი შეავსებს.

მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი და არიენ რობენი მიუნხენში რჩებიან, სადაც ტრავმის შემდეგ ძალების აღდგენას გააგრძელებენ. კონფედერაციის თასის გამარჯვებულები იოშუა კიმიხი, სებასტიან რუდი, ნიკლას ზიულე და არტურო ვიდალი კი შვებულებაში იმყოფებიან და გუნდს მხოლოდ ტურნეს შემდეგ შეუერთდებიან.

ტურნე საკმაოდ დატვირთული იქნება. ვარჯიშებისა და მარკეტინგული აქციების გარდა „ბავარიელებს“ ამხანაგური მატჩები ელოდება „არსენალთან“ (19 ივლისი), „მილანთან“ (22 ივლისი), „ჩელსისთან“ (25 ივლისი) და „ინტერთან“ (27 ივლისი).

ყველაფერი კარლო ანჩელოტისთანაა შეთანხმებული. კლუბის ახალწვეულები შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღებენ გუნდში ინტეგრირებისათვის“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

აუდის თასის გათამაშებაზე გუნდის განაცხადი:
ალაბა, ბერნატი, კომანი, დორში, ფრიდლი, ფრიუხტლი, გიოცე, ჰოფმანი, ჰუმელსი, ხამესი, ლევანდოვსკი, მარტინესი, მიულერი, პანტოვიჩი, რაფინია, რიბერი, სანშეში, შტარკე, ტიაგო, ტოლისო, ულრაიხი, ვინცჰაიმერი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.