» » ჯოვანი ელბერი ხამესს მოთმინებისკენ მოუწოდებს

ჯოვანი ელბერი ხამესს მოთმინებისკენ მოუწოდებს

17-07-2017, 02:05 dachi8 სიახლეები 0

ჯოვანი ელბერი ხამესს მოთმინებისკენ მოუწოდებს
„ბაიერნის“ ყოფილი თავდამსხმელი ჯოვანი ელბერი, ხამეს როდრიგესს წარმატებას უწინასწარმეტყველებს გერმანულ კლუბში, მაგრამ აფრთხილებს, რომ კოლუმბიელი არ ელოდოს თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში გამწესებას.

ხამეს როდრიგესი ბუნდესლიგის ჩემპიონებს 2 წლის არენდით შეუერთდა, ყოფილი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის რეკომენდაციით. კოლუმბიელმა თავისი დებიუტი წითელი მაისურით უკვე აღნიშნა ამხანაგურ მატჩში „ვერდერის“ წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა რეკორდმაისტერის სასარგებლოდ.

მაგრამ, ბრაზილიელი, რომელმაც „ბავარიაში“ 1997-2003 წლებში გამოდიოდა და 92 გოლი აქვს თავის ანგარიშზე, ხამესს მოუწოდებს, რომ ესპანეთში იმედგაცრიების შემდეგაც კი, მას კვლავ მოთმინების გამოჩენა მართებს.

„არასოდეს, არავის არ ჰქონდა გარანტია „ბაიერნის“ სასტარტოში მოხვედრის, შესაძლოა კლინსმანის გარდა რამოდენიმე ხნის წინ. როგორც „რეალში“, ასევე „ბავარიაშიც“ უამრავი ვარსკვლავია. მწვრთნელი კი საუკეთესოებს მისცემს სათამაშო დროს. ვფიქრობ, ხამესი თავს გამოიჩენს, რადგან ის ანჩელოტის „რეალიდან“ იცნობს. მას მადრიდში არ ჰქონდა თამაშის შესაძლებლობა. მაგრამ ახლა მას ამის შესაძლებლობა მიეცემა“ - იძახის ელბერი ESPN FC-თან ინტერვიუში.

„ის გუნდს უნდა შეერწყას რადგან დღის ბოლოს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სოლო ფეხბურთელებისათვის ეს ძალიან რთულია, ამიტომ მან ბევრი უნდა იმუშაოს და გუნდის ნაწილი გახდეს“.

„როგორც „რეალში“ ასევე „ბავარიაში“ ზეწოლა თავიდანვე იქნება, მაგრამ კოლუმბიელი გაუმკლავდება ამას“ - დააყოლა ბრაზილიელმა.

ხამეს როდრიგესი გუნდს წინასასეზონო აზიის ტურში გაყვა, სადაც მოახლოებული თამაშები ელოდება "არსენალთან", "ჩელსისთან", "მილანთან" და "ინტერთან". - „სულმოუთმენლად ველოდები მათი თამაშების ხილვას, განსაკუთრებით ისეთი ვარსკვლავების როგორიც რობერტ ლევანდოვსკი და ფრანკ რიბერია“ - იძახის ელბერი.

ჯოვანი ელბერი ბუნდესლიგის 4-გზის და 2000/01 სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. 1999 წლის ცნობილი ჩემპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერ იუნაიტედთან კი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა და გუნდის დახმარება ვერ შეძლო.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.