» » "ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა

"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა

17-07-2017, 21:13 dachi8 სიახლეები 0

როდესაც რობერტ ლევანდოვსკი, ხამეს როდრიგესი, მათს ჰუმელსი და სხვა „ბავარიელები“ ჩინეთში ჩაფრინდნენ მათ წარმოუდგენელი სანახაობა დახვდათ. „ბაიერნის“ მაისურებში გამოწყობილი 1000 აღფრთოვანებულ გულშემატკივარზე მეტი დროშებითა და ბანერებით „სუპერ-ბაიერნს“ სკანდირებდნენ. მადლიერების ნიშნად „მიუნხენელებმა“ ავტოგრაფების დარიგება და სელფის გადაღება დაიწყეს.

შემდეგ „ბავარიელებმა“ სასტუმროში გადაინაცვლეს, სადაც მათ ასობით გულშემატკივარი დახვდა. რეგისტრაციის შემდეგ თომას მიულერმა და კამპანიამ დასვენების საშუალება მიიღეს. საღამოს მათ იოლი ვარჯიში ელოდებათ სატრენაჟორო დარბაზში და ბასეინში.

სამშაბათს კი უკვე სრულფასოვან ვარჯიშებს გაივლიან რთულ პირობებში. გუნდის ჩაფრენის დღეს ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსს აჩვენებდა და არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ ხვალინდელი დღისათვის ამინდი ოდნავ მაინც შეიცვლება. ამას დამატებული ჰაერში მაღალი ტენიანობაა. მომდევნო რამოდენიმე დღე fcbayern.com გვპირდება მოვლენების ეპიცენტრიდან ახალი ინფორმაციების მოწოდებას.

"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა


"ბავარია" შანხაიში ჩაფრინდა
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.