» » კოშტა: "ანჩელოტი კარგი ადამიანია"

კოშტა: "ანჩელოტი კარგი ადამიანია"

17-ივლ-2017, 21:34
0212
„იუვენტუსმა“ საზოგადოებას დუგლას კოშტა წარუდგინა, რომელიც ტურინის იუვენტუსში „ბავარიიდან“ 1 წლიანი იჯარის წესით გადავიდა. ტურინელებმა ბრაზილიელი გამოსყიდვის უფლებით დაიმატეს. კოშტამ წარდგენილ საზოგადოებას თავის მთავარ სურვილზე ესაუბრა.

„მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი იმით, თუ როგორ თამაშობდა „იუვენტუსი“. ამიტომ მე მზად ვიყავი ამ შანსით მესარგებლა და ამ გუნდს შევერთებოდი. იტალიური ლიგა ძლიერია, კონკურენტუნარიანი. ეს ის არის, რაც მე მომწონს. მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა თბილი დახვედრა მომიწყეს. მადლობელი ვარ „ბავარიის“ ყველაფრისათვის, რაც ჩემთვის გააკეთა. ჩემი მთავარი სურვილი - ხალხისთვის იმის დამტკიცებაა, რომ აქ მოწვევით ჩემში არ შემცდარან“, - ციტირებს დუგლას კოშტას სიტყვებს „იუვენტუსის“ პრეს-სამსახური.

„ზეგავლენა მოახდინა თუ არა ჩემს გადმოსვლაში ანჩელოტისთან პრობლემებმა? - არა, ის კარგი ადამიანია, ყველაფერი ნორმალურად იყო. მე ჩემს თავზე ვფიქრობ და განვითარება მსურს, მაგრამ ამის საშუალება უკვე აღარ მქონდა „ბავარიაში“. ძალიან მადლობელი ვარ მიუნხენური კლუბის“, - დააყოლა ბრაზილიელმა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..