» » რუმენიგემ ანჩელოტი ჰაინკესს შეადარა

რუმენიგემ ანჩელოტი ჰაინკესს შეადარა

18-07-2017, 13:26 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგემ ანჩელოტი ჰაინკესს შეადარა
„ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ იტალიელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტისა და ყოფილი რეკორდმაისტერის თავკაცის ლეგენდარული იუპ ჰაინკესს შორის პარალელი გაავლო. ამ უკანასკნელმა 2012/13 სეზონში „ბავარიასთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„კარლო ახლა თითქმის იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე, რასაც ჰაინკესისაგან ვიღებდი „ბაიერნში“ მოღვაწეობის მე-2 წელს. ბუნებრივია, უიღბლობა საკმაოდ აღიზიანებდა მას და მაშინ მან რამოდენიმე რამ შეცვალა. ანჩელოტის შემთხვევაშიც ასეთივე შტაბეჭდილება მაქვს, რომ ის უფრო მკაცრი გახდა ფეხბურთელების მიმართ. მაგრამ ეს უბრალოდ იმისთვისაა, რომ სეზონი წარმატებული გამოდგეს“ - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Sport1.

იუპ ჰაინკესი ისევე, როგორც კარლო ანჩელოტი, მადრიდის „რეალსაც“ წვრთნიდა და თუ კარლო ანჩელოტიმ მადრიდელებს ნანატრი ჩემპიონთა თასი 12 წლიანი შესვენების შემდეგ მოაგებინა, გერმანელმა ლეგენდამ იუპ ჰაინკესმა ესპანურ გუნდს ეს გამარჯვება 32 წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა, თუმცა ქვეყნის ჩემპიონატში მადრიდელებმა მე-4 ადგილი დაიკავეს და კლუბის ხელმძღვანელობამ გერმანელი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.