» იონკერი მიულერს "ვოლფსბურგში" ეპატიჟება

იონკერი მიულერს "ვოლფსბურგში" ეპატიჟება

18-07-2017, 14:51 dachi8 --- 0

იონკერი მიულერს
“ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრიას იონკერმა, რომელიც 2009-2011 წლებში ლუი ვან გაალის თანაშემწედ გვევლინებოდა მიუნხენურ კლუბში და კარგად იცნობს თომას მიულერს, ხუმრობით აღნიშნა, რომ გერმანელი თავდამსხმელის ადგილი მის კლუბში ყოველთვის გამოინახება.

„მიულერს პრობლემის გარეშე შეუძლია „ვოლფსბურგში“ ითამაშოს. როდესაც ის ბოლო სეზონში სათადარიგო სკამზე იჯდა, მე ხუმრობით ვწერდი, რომ მისი პოზიციისთვის მოედანზე ადგილი მქონდა. მაგრამ თუ სერიოზულად, მაშინ გერმანელ ნიჭიერ ფეხბურთელებს მომავალშიც უნდა ეძლეოდეთ შანსი თავის გამოჩენის“ - ციტირებს იონკერის სიტყვებს ცნობილი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker.

კარლო ანჩელოტიმ კი მეტი სიცხადისათვის ხამეს როდრიგესის პოზიციის შესახებ მოკლე განცხადება გააკეთა:

„ბუნებრივია, ხამესი მიულერის შემცვლელად არ გვიყიდია. ასეთივე წარმატებით მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ტიაგოს შემცვლელადაც ავიყვანეთ, რადგან ხამესს ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. როდრიგესს შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივაც თამაში რიბერისა და რობენის ადგილას, ზოგჯერ მისი დაყენება ცენტრშიც შეიძლება ტოლისოსა და ვიდალის პოზიციაზე. ჩვენ ხამესი ვინმეს შემცვლელად არ გვიყიდია. ჩვენ ის გუნდის გასაძლიერებლად შევიძინეთ. ის კარგი ფეხბურთელია და მისი სათამაშო და პირადი მახასიათებლები კარგად ნაცნობია ჩემთვის. ვფიქრობ ის ჩვენ დაგვეხმარება. მან იცის, რომ თუ არ დაიმსახურებს მოედანზე გამოსვლას ის ვერ ითამაშებს. ამ შემთხვევაში კი, როგორც ნებისმიერი ფეხბურთელი ისიც სათადარიგოზე დაჯდება. ჩვენ დიდი კონკურენცია გვაქვს და ეს მხოლოდ გუნდს წაადგება“, - განაცხადა ანჩელოტიმ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.