» » რუმენიგე ახალ ტრანსფერებს არ გამორიცხავს

რუმენიგე ახალ ტრანსფერებს არ გამორიცხავს

18-07-2017, 15:12 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგე ახალ ტრანსფერებს არ გამორიცხავს
„ბავარიის“ ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ გამორიცხავს ახალი ფეხბურთელების შეძენას. ამის შესახებ მიუნხენური გრანდის აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.

„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში კარს ღიად ვტოვებთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ძალიან კმაყოფილია ამჟამინდელი შემადგენლობით და ჩვენც ოპტიმისტურად შეგვიძლია მოახლოებულ სეზონს შევხედოთ. თუმცა შევხედავთ და დავიცდით თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - მოყავს რუმენიგეს სიტყვები tz-ს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენური კლუბი საკმაოდ გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო ფეხბურთელებმა ფილიპ ლამმა და ხაბი ალონსომ კარიერა დაასრულეს, „ბავარიამ“ აღნიშნულ სიტუაციას თავი იმით გაართვა, რომ მათ პოზიციებზე ახალგაზრდა ფეხბურთელების გამწესება გადაწყვიტა.

ნიკლას ზიულე, სებასტიან რუდი, კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი, კორენტენ ტოლისო და ხამეს როდრიგესი ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ ზაფხულს კლუბს შემოუერთდნენ. თუმცა სერჟ გნაბრიმ მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით არენდით „ჰოფენჰაიმს“ მიაშურა. ჯამში კი "რეკორდმაისტერმა" აღნიშნულ ტრანსფერებში უკვე 105,5 მილიონი ევრო დახარჯა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.