» » "ბავარიის" მოტივაცია ურყევია

"ბავარიის" მოტივაცია ურყევია

18-07-2017, 17:21 dachi8 სიახლეები 0

სანამ „ბავარიელები“ თავის მე-2 ვარჯიშს ატარებდნენ მოედანზე, მათ სანახავად მოსული გულშემატკივრები ცდილობდნენ რამენაირად თავი გაეგრილებინათ. დიდი სიცხის მიუხედავად, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიზეზს ვერ ხედავს ვარჯიშების შემცირებისათვის. ტიაგოს ვარჯიშებზე მონაწილეობა არ მიუღია, ტელეკომის თასზე მიღებული მუხლის მცირე დაზიანების გამო გამორიცხული არაა, რომ „არსენალთან“ მატჩში ესპანელი ვერ ვიხილოთ.

„არსენალთან“ მატჩი დაგვეხმარება ფორმაში ჩასადგომად და სეზონის სტარტისათვის მოსამზადებლად“, - განაცხადა ანჩელოტიმ. „ბაიერნს“ ასევე სურს „რაღაც“ მისცეს გულშემატკივრებს, ახსნა მიულერმა. ჩინელი გულშემატკივრები „სუპერ ბაიერნ“-ის ძახილით შეხვდნენ მიუნხენელების ჩამობრძანებას. „ეს გვახარებს, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვხედავთ“.

„საჭიროა ყველაფერი გავიღოთ“

რაფინიაც ასევე მხარდაჭერების ენთუზიაზმით სარგებლობს. „ჩინელებს უყვართ ევროპული ფეხბურთი“, - იძახის ბრაზილიელი, რომელიც მესამედ ეწვია ჩინეთს „ბავარიასთან“ ერთად. თუმცა, მარჯვენა მცველს მაინც მოუწევს კლიმატთან შეგუება. „ბრაზილიაშიც ძალიან ცხელა, მაგრამ ეს სულ სხვაა“, - იცინის რაფინია. „ამის მიუხედავად ჩვენ მაღალი ინტენსივობით ვვარჯიშობთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ, რადგან სავარჯიშო ბანაკი მთელი სეზონისათვის მნიშვნელოვანია“.

“ბავარიის“ მოტივაცია ურყევია

„საქმე მოგებულ ტიტულებს არ ეხება, ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ საუკეთესოები უნდა ვიყოთ“, - იძახის მიულერი. „არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ზედიზედ 5-ჯერ მოვიგეთ ბუნდესლიგის ტიტული. ჩვენი მოტივაცია ის არის, რომ ყოველი კვირის ბოლოს ცხრილს შევხედოთ და „ბაიერნი“ ამ ცხრილის სათავეში ვიხილოთ. მაშინ ჩვენ ბედნიერები ვართ და მშვენიერი კვირა დღე გვითენდება. სწორედ ამისათვის ვმუშაობთ ყოველდღიურად“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.