» » ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში

ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში

19-07-2017, 01:26 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესმა და რუმენიგემ
“მეგობრების მონახულება“ - ასე ჟღერს ამ სეზონის აუდის ტურის სლოგანი. ჩინეთში ყოფნის მე-2 დღეს, კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, პრეზიდენტი ული ჰიონესი, ვიცე-პრეზიდენტი დიტერ მაიერი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი იორგ ვაკერი „ბავარიის“ შანხაის წარმომადგენლობის ოფისისაკენ გაემართნენ.

„ამა წლის მარტში მე უკვე შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი ოფისის გახსნით. მაშინ ჩვენ აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით და ამაღლებულ ხასიათზე ვიმყოფებოდით. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ნიუ-იორკის შემდეგ, შანხაიში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნით“, - განაცხადა რუმენიგემ.


განვითარებისათვის ამაყნი არიან

ჰიონესიც კი, რომელიც პირველად იმყოფებოდა „ბავარიის“ ჩინეთის ოფისში, ვერ მალავდა თავის ემოციებს: „ოფისი შთამბეჭდავია. ის გაცილებით დიდი სივრცისაა, ვიდრე მე ვფიქრობდი. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ „ბავარია“ ამდენად წარმატებულია საერთაშორისო დონეზე, რომ მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ამდენი გულშემატკივარი ჰყავს“.

„ეს მოგზაურობა - ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ის ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ეს დიდი წვლილის შეტანაა ჩვენი ბრენდის ინტერნაციონალიზაციაში. ყველა ეს ხალხი - ჩვენი კლუბის სახეა, მისი გული. ეს მშვენიერია!“, - ძლივს იკავებდა ემოციებს რუვენ კასპერი, „ბავარიის“ შანხაის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი.


ახლოს გულშემატკივრებთან

2016 წლის სექტემბერში ჩინეთში ოფისის გახსნის იდეის რეალიზაცია დაიწყო, 2017 წლის მარტში კი მისი ოფიციალური გახსნა შედგა. ამ მომენტისათვის „ბავარიის“ ჩინეთის წარმომადგენლობაში 9 ადამიანი მუშაობს. „ამ ოფისის თანამშრომლები მშვენიერ სამუშაოს ასრულებენ. სტრატეგიულად ჩვენ მივისწრაფვით ჩვენი მიზნების მიღწევას 2 მიმართულებით. პირველი - გვსურს, რომ ფილიალი აქ დაგვეხმაროს ჩვენს ადგილობრივ გულშემატკივრებთან დაახლოებაში. მეორე - და ამისაგან საიდუმლოს არ შევქმნი, ჩვენ ფინანსური ინტერესები გვაქვს. მაგრამ ჩვენს წინ გრძელვადიანი მიზნებია. ჩვენ გვსურს ჩინეთს დავეხმაროთ და ქვეყანაში ფეხბურთი განვავითაროთ“, - ასე ახსნა რუმენიგემ „ბავარიის“ წარმომადგენლობის მიზნები ჩინეთში.

ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში


ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში


ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში


ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში


ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში


ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში


ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში


ჰიონესმა და რუმენიგემ "ბავარიის" ოფისი მოინახულეს შანხაიში
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.