» » რიბერი თანამემამულეებს რჩევას აძლევს

რიბერი თანამემამულეებს რჩევას აძლევს

19-07-2017, 14:56 dachi8 სიახლეები 0

რიბერი თანამემამულეებს რჩევას აძლევს
“ბავარიის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კლუბის ახალწვეულ კორენტენ ტოლისოსა და კინგსლი კომანის პერსპექტივებზე ისაუბრა. ფრანგი ვეტერანი თვლის, რომ ტოლისომ „ლიონსა“ და „ბავარიას“ შორის განსხვავება უნდა შეიგრძნოს, ხოლო კინგსლი კომანს კი გერმანულის შესწავლას ურჩევს.

„მახარებს ის ფაქტი, რომ „ბავარიაში“ ბევრი ფრანგია. ტოლისო - შესანიშნავი ყმაწვილია. მე მას ვუთხარი, რომ გამოწვევების მიღება თავის ძალებში დარწმუნებულმა უნდა შეძლოს. მან უნდა გაიგოს, რომ უკვე „ლიონში“ აღარ თამაშობს, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში“ - ციტირებს რიბერის სიტყვებს Sport Bild.

ფრანგი ვინგერის კინგსლი კომანის შემთხვევაში რიბერი აღნიშნავს, რომ მის თანამემამულეს სერიოზული ბრძოლა მოუწევს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისათვის.

„კომანმა, როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერმა ფეხბურთელმა, უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ „ბავარიაში“ ძალიან დიდი კონკურენციაა. კინგსლისთვის მეტად მნიშვნელოვანია გერმანული ენის შესწავლა. შენ უნდა შეგეძლოს სათანადოდ მუშაობა, რომ უკეთესად გესმოდეს ცხოვრების და კლუბის“, - იძახის რიბერი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.