» » ზამერი: "მიულერი გუნდის სული და მომავალია"

ზამერი: "მიულერი გუნდის სული და მომავალია"

19-07-2017, 19:11 dachi8 სიახლეები 0

ზამერი:
“ბავარიის“ ყოფილი სპორტული დირექტორი მათიას ზამერი „რეკორდმაისტერის“ თავდამსხმელის თომას მიულერის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და თვლის, რომ ამ ფეხბურთელის მნიშვნელობის შეუფასებლობა მიუნხენური გრანდისათვის წარმოუდგენელია.

„ჩემთვის თომას მიულერი ამა თუ იმ ფეხბურთელთან ერთად - კლუბის სული და მომავალია და „ბავარიამ“ ეს უნდა გაიგოს. ასეთი ფეხბურთელი, როგორიც მიულერია მთელს მსოფლიოში ერთადერთია თავის ამპლუაში. მიულერი ირაციონალური ფეხბურთელია, ის თავისუფალი სულია და ამ თავისუფლებას უნდა გრძნობდეს ის მოედანზე“ - იძახის ზამერი.

ზამერი ასევე მოუწოდებს ანჩელოტის რომ ფსონი უფრო მეტად თომას მიულერზე გააკეთოს: „შესაძლოა ზოგჯერ ის მოედანზე არ მოგეჩვენოთ საჭირო, მაგრამ ის მეტად მნიშვნელოვანია. ის კუმირია და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ კლუბის მომავლისათვის“ - აცხადებს 1996 წლის ჩემპიონი.

მეორეს მხრივ ზამერი ხამეს როდრიგესში ხედავს „გარკვეული დონის შეზღუდვას მისი პოზიციიდან გამომდინარე, საინტერესოა, მაგრამ მე ვერ ვხედავ მასში იმის შესაძლებლობას რომ ყველა ჩამოთვლილ პოზიციაზე შეუძლია თამაში“.

ზამერისათვის როდრიგესის გარშემო ატეხილი ხმაური მნიშვნელოვანი არაა: „რა თქმა უნდა მშვენიერია - სოციალური მედიის ყურადღება და ა.შ., მაგრამ მე ის მაინტერესებს როგორც სპორტსმენი, რომელიც ამ მოვლენების ცენტრში იმყოფება და ამის შემდეგ თომას მიულერის მნიშვნელობაა ჩემთვის საინტერესო“ - იძახის მათეუსი.

დღევანდელი პრესის მიმოხილვიდან ცნობილი გახდა, რომ „ბავარიის“ თავდამსხმელით თომას მიულერით ისეთი გუნდები დაინტერესდნენ, როგორებიც „ჩელსი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“ და „არსენალია“, იტყობინება Sport Bild

მთავარ პრეტენდენტად „ლივერპული“ ითვლება, სადაც მიულერი პირადად მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიიწვია.

თომას მიულერის კონტრაქტი „ბავარიასთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
4
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.