» » ანჩელოტიმ ზამერს უპასუხა

ანჩელოტიმ ზამერს უპასუხა

20-07-2017, 13:49 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტიმ ზამერს უპასუხა
მიუნხენის „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რეკორდმაისტერის ყოფილი სპორტული დირექტორის მათიას ზამერის სიტყვებს გამოეხმაურა.

მათიას ზამერმა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს მოუწოდა, რომ კარგად გაიგონ თუ რას წარმოადგენს კლუბისა და გუნდისათვის თომას მიულერი. ზამერმა თომას მიულერს „ბავარიის“ სული და მომავალი უწოდა.

ზამერმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ანჩელოტი პირველად შეხვდა ისეთ ფეხბურთელს, როგორიც თომას მიულერია და კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდა აეხსნა ანჩელოტისათვის თუ ვისთან აქვს საქმე.

როგორც ჩანს, პრესაში გავრცელებული ყოფილი სპორტული დირექტორის სიტყვები არ გამორჩენია იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის და მათიას ზამერს მოკლედ უპასუხა: - „არაა იმის საჭიროება, რომ ვინმემ მე „ბავარიისა“ და ამ ფეხბურთელის შესახებ ამიხსნას“.

მათიას ზამერი, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე „ბავარიის“ სპორტულ დირექტორად გვევლინებოდა, კლუბში 2012 წელს დაინიშნა და მისი მუშაობის პერიოდში "ბაიერნმა" ათი ტიტულის მოპოვება მოახერხა: ოთხი ბუნდესლიგა, სამი გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.