» » რაფინიას მეტი სათამაშო დროის იმედი აქვს

რაფინიას მეტი სათამაშო დროის იმედი აქვს

20-07-2017, 14:36 dachi8 სიახლეები 0

რაფინიას მეტი სათამაშო დროის იმედი აქვს
მიუნხენის „ბავარიის“ მცველს რაფინიას არ მოეწონა რამოდენიმე ხნის წინ გაკეთებული კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადება. ამ უკანასკნელმა ყოფილი კაპიტნiს ფილიპ ლამის პოზიციის მემკვიდრედ „ბავარიის“ ნახევარმცველი იოშუა კიმიხი დაასახელა.

„რუმენიგეს შეუძლია ყველაფერი თქვას. ვფიქრობ, რომ მას კლუბში თავისი ამოცანები აქვს, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი გვევლინება და ზუსტად ის იღებს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვინ გამოვა მოედანზე და ვინ დარჩება სათადარიგო სკამზე. ფილიპ ლამთან ერთად მე 6 წელი გავატარე და „ბავარიის“ რიგებში 200 მატჩი ჩავატარე. ვიმედოვნებ, რომ ახლა უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ“, - ციტირებს რაფინიას სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

თავის მხრივ, იოშუა კიმიხი მზადაა რეგულარული სათამაშო დროის მისაღებად, ნახევარმცველის პოზიციას შეელიოს. გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის ფილიპ ლამის კარიერის დასრულების შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა სხვადასხვა ფეხბურთელი გამოსცადა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა საბოლოოდ 22 წლის გერმანელზე შეაჩერა თავისი არჩევანი, სადაც კიმიხმა არაერთი მატჩი ჩაატარა და 2017 წლის კონფედერაციის თასის გამარჯვებულიც გახდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.