» » ჰუმელსი ახალწვეულებზე საუბრობს

ჰუმელსი ახალწვეულებზე საუბრობს

20-07-2017, 15:50 dachi8 სიახლეები 0

ჰუმელსი ახალწვეულებზე საუბრობს
მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალურმა მცველმა მათს ჰუმელსმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის ახალწვეულების კორენტენ ტოლისოსა და ხამეს როდრიგესის მისამართით. ჰუმელსი თვლის, რომ ფრანგი და კოლუმბიელი გერმანულ გრანდს სარგებელს მოუტანენ.

„ჩვენ ორ ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ხამესის შემთხვევაში შესამჩნევია მისი მაღალი კლასი ბურთთან მუშაობის დროს. ეს ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც იშვიათად კარგავს ბურთს. ის ყველა ნიუანსს კარგად უმკლავდება და სახიფათოა მეტოქის საჯარიმოში. ტოლისო მშვენივრად მუშაობს ვარჯიშებზე. სჩანს, რომ დღითი-დღე ის უფრო ძლიერი ხდება. უკვე ამ სეზონში ის ჩვენთვის საშინლად სასარგებლო ფეხბურთელი გახდება“, - ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal.

მიუნხენურმა კლუბმა, ფრანგი ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო კლუბის ისტორიაში რეკორდულ თანხად - 41,5 მილიონ ევროდ, ფრანგული კლუბი „ლიონიდან“ შეიძინა. ხოლო, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალში“ 3 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, რეკორდმაისტერს 2 წლიანი იჯარის წესით შეუერთდა.

2016/17 წლის სეზონში კორენტენ ტოლისომ "ლიონის" რიგებში ყველა ტურნირზე 3696 წუთი დაჰყო, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა თავის ანგარიშზე. ხოლო კოლუმბიელმა ხამეს როდრიგესმა "რეალის" რიგებში ყველა ტურნირზე 1498 წუთი გაატარა, 11 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.