» » გნაბრი "ბავარიაში" ახალ ტრანსფერებს არ გამორიცხავს

გნაბრი "ბავარიაში" ახალ ტრანსფერებს არ გამორიცხავს

20-07-2017, 16:50 dachi8 სიახლეები 0

გნაბრი
“ბავარიის“ ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ, რომელიც იჯარით „ჰოფენჰაიმის“ ფერებს იცავს, აღნიშნა, რომ თავს მიუნხენური გრანდის შემადგენელ ნაწილად გრძნობს.

„გადაწყვეტილება საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ მივიღე „ბავარიას“ შევერთებოდი. ამიტომ თავს, ამ კლუbის ნაწილად ვგრძნობ და ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა „ბავარიის“ რიგებში ამ სეზონზე ვითამაშებ, თუ მომდევნოში. კარგად ვიცი თუ რა გზით უნდა წავიდე“, - ციტირებს გნაბრის სიტყვებს Sport1.

22 წლის გერმანელი ფეხბურთელი რამოდენიმე დღის წინ შეუერთდა „ჰოფენჰაიმის“ რიგებს, სადაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

„ნაგელსმანი დიდ ყურადღებას ფეხბურთელების ტაქტიკურ განლაგებასა და თვითონ ინდივიდუალურად ფეხბურთელებს უთმობს. მე ეს ძალიან მომწონს“, - იძახის გნაბრი.

რაც შეეხება მიუნხენის „ბავარიას“, გნაბრიმ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ტრანსფერებთან დაკავშირებით შემდეგი უპასუხა:

ცნობილია, რომ „ბავარიის“ შემადგენლობა განსხვავებულია სხვა გუნდებისაგან. სეზონის განმავლობაში იქ ძალიან დიდი კონკურენციაა. არ ვფიქრობ იმას, რომ „ბავარია“ მეტს არავის აღარ დაიმატებს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს“.

„ბავარიამ“ 2017/18 სეზონის სატრანსფერო ბაზარზე უკვე 100,5 მილიონი ევრო დახარჯა. კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით, სატრანსფერო კამპანია გერმანიაში 31 აგვისტომდე მიმდინარეობს და მათი კარი კვლავ ღიაა ტრანსფერებისათვის, თუმცა ის ვარიანტიც არ გამორიცხა რომ შესაძლოა მეტი აღარავინ აღარ დაიმატონ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.