» » ინტერვიუ ლეგენდასთან

ინტერვიუ ლეგენდასთან

20-07-2017, 21:30 dachi8 ინტერვიუ 0

ინტერვიუ ლეგენდასთან
ჩინეთში საზაფხულო აუდის ტურნეს ფარგლებში „ბაიერნის“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები მოხარულნი არიან ფეხბურთელებთან ერთად კლუბის ლეგენდებიც იხილონ. ერთ-ერთი ლეგენდა მიროსლავ კლოზეა, რომელიც გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიო ჩემპიონატებზე გაიტანა რა 16 გოლი, საუკეთესო ბომბარდირი გახდა მუნდიალის ისტორიაში და აზიელ გულშემატკივართა გულში ცოცხალ ლეგენდად დამკვიდრდა.

გერმანიის რეკორდმაისტერის მაისურით მან 4 წელი გაატარა, სადაც 150 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა 39 წლის კლოზე სიამოვნებას ღებულობს ჩინეთში „ბაიერნის“ თანმხლები პირის როლში და დროის სიმცირის მიუხედავად fcbayern.com-მა მაინც შეძლო მასთან ინტერვიუს ჩაწერა, სადაც ცოცხალი ლეგენდა ჩინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: კლოზე „ბავარიაში“ გატარებულ დროზე გვესაუბრება და ყოფილ თანაგუნდელებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.

გამარჯობა მირო. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც ქუჩაში გადიხარ, შენი გულშემატკივრები სიხარულისაგან ყიჟინს იწყებენ. ბევრი გულშემატკივარი გყავს ჩინეთში. აქ საერთოდ თავისუფლად გადაადგილებას თუ ახერხებ?

კლოზე: „კი, უკვე საკმაოდ რთულია ქუჩაში გადაადგილება. მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ აზიაში ამდენი ქომაგი მყავს“.

ახლა უკვე რამოდენიმე დღე გაატარე „ბავარიასთან“ ერთად შანხაიში. რა შთაბეჭდილებები მიიღე საზაფხულო ტურნესგან?

კლოზე: „აქ ნამდვილად ბევრი ჩვენი გულშემატკივარია. ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ხალხი აქ უბრალოდ ფეხბურთით არიან შეპყრობილნი. ამის დანახვა სასიამოვნოა. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მექნება შესაძლებლობა იმის, რომ გუნდის ვარჯიშებს დავესწრო“.

არ გაქვს იმის სურვილი, რომ ანჩელოტის მუშაობას თვალი მიადევნო, იმისათვის, რომ შენი სამწვრთნელო კარიერის განვითრებაში სასარგებლო გამოცდილება მიიღო?

კლოზე: „რა თქმა უნდა. კარლო - შესანიშნავი მწვრთნელია და ასეთი მწვრთნელისაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამის შესახებ“.

რაში გამოიხატება შენი როლი ამ ტურნეში?

კლოზე: „შეხვედრებს ვესწრები სპონსორებთან ერთად. მაგალითად, სამშაბათს ჩვენ კლუბის მმართველობის საკონსულოში ვიყავით. ამგვარ შეხვედრებზე მრავალ საინტერესო ხალხს ეცნობი.

როგორ მოხდა ასე, რომ აქ „ბავარიასთან“ ერთად ჩამოხვედი?

კლოზე: „მე ხშირად უნდა ვყოფილიყავი ჩართული კლუბის ლეგენდების აქტივობებში, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირად მომიწია გამგზავრება მივლინებებში და ამისათვის უბრალოდ დრო აღარ მრჩებოდა. ბევრს ვმოგზაურობდი ნაციონალურ გუნდთან ერთად. მაგრამ ახლა ყველაფერმა ჩაიარა და უდიდესი სიამოვნებით ვიმყოფები აქ“.

როგორ შეიცვალა „ბავარია“ მას შემდეგ რაც თქვენ ამ კლუბში თამაშობდით?

კლოზე: „გავიგე, რომ კლუბში ახლა გაცილებით მეტი თანამშრომელია. ეს ფაქტიც კი იმის მანიშნებელია, თუ როგორ გაიზარდა კლუბი და ეს პოზიტიური ცვლილებაა. „ლაციოს“ რიგებში თამაშის პერიოდში შანხაიში უკვე ვარ ნამყოფი. ახლა კი ჩვენ ბევრი აქტივობები გვაქვს და ყველაფერი წვრილმანებამდეა გათვლილი. ამის გარდა, სჩანს, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები შთაგონებულნი არიან ჩვენი ჩამოსვლით. ეს მშვენიერია“.

შენ „ბავარიაში“ 2007-2011 წლებში თამაშობდი. როგორი მოგონებები დაგრჩა იმ პერიოდზე?

კლოზე: „მხოლოდ საუკეთესო. ჩვენ ორჯერ დუბლი მოვიგეთ. იყო პერიოდი, როდესაც მე ძირითადის ფეხბურთელებს არ მივეკუთვნებოდი. ვან გაალის დროს მე ხშირად სათადარიგო სკამზე ვრჩებოდი. ამის მიუხედავად, მე ჩვეულ თავდაუზოგავად ვმუშაობდი და გუნდის მხარდაჭერას ვცდილობდი, იმისათვის რომ მას წარმატებისათვის მიეღწია, მაშინაც კი როდესაც მინდორზე არ ვიმყოფებოდი. და ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებულნი ვიყავით. იმ წლებში მე ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის ეს ახალი სიტუაცია იყო: ყოველთვის სასტარტოში ვერ მოხვედრა და ზოგჯერ თამაშის გამოტოვებაც და ეს ის მდგომარეობა იყო, რომელთანაც მე შეგუება მიწევდა“.

ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელთანაც „ბავარიაში“ შენ ჯერ კიდევ მაშინ მოგიწია თამაში, ახლაც გუნდში არიან, ან რამოდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდნენ, როგორც მაგალითად მათს ჰუმელსი, ის შენს პერიოდში ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყო, სანამ „ბორუსიაში“ გაემგზავრებოდა. როგორ აღიქვამდი მას იმ პერიოდში?

კლოზე: „გუნდში ის პირდაპირ ახალგაზრდული შემადგენლობიდან მოვიდა და თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა პროფესიონალურ ფეხბურთში. მას შემდეგ მან წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია თავის განვითარებაში“.

შესაძლებელი იყო მაშინ ვარაუდი იმისა, რომ ის ასეთ გზას გაივლიდა და საბოლოოდ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდებოდა?

კლოზე: „სჩანდა, რომ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კარგ ფეხბურთელსა და ტოპ-ფეხბურთელს შორის განსხვავებაა. თუმცა ახლა მან უკვე მიაღწია ამ დონეს“.

თომას მიულერთან როგორი სიტუაცია იყო, როდესაც შენ ის გაიცანი, ის ხომ მაშინ კლუბის ნიჭიერი ახალგაზრდა იყო?

კლოზე: „თავიდანვე თომასი ძალიან გონიერი ფეხბურთელი იყო. ჯერ კიდევ მაშინ მან მოიპოვა თამაშის უფლება. ჩვენ მაშინ ერთ პოზიციაზე ვთამაშობდით და ვმეტოქეობდით, რადგან ვან გაალის დროს მე 10-იანის პოზიციაზე ვმოქმედებდი. ამიტომ ჩვენ ხშირად ვცვლიდით ერთმანეთს. მაშინ ყველაფერი მისთვის ახალი იყო და ის ცივ გონებას და სიმშვიდეს ინარჩუნებდა მეტოქის კართან, ეს უკვე მაშინვე შეიმჩნეოდა. ვთვლი, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია“.

შენ ნაციონალურ გუნდთან ერთად კონფედერაციის თასზე იმყოფებოდი და პირადად გაიცანი სებასტიან რუდი და ნიკლას ზიულე. რითი გაახარებენ ისინი „ბავარიის“ გულშემატკივრებს?

კლოზე: „ვფიქრობ, რომ ორივე - ძალიან საინტერესო ფეხბურთელები არიან. სებასტიანს ხშირად ვერ აფასებენ საჭიროდ, მაგრამ ამაშიც არის რაღაც უპირატესობები. ის არ გამოირჩევა, მაგრამ ყოველთვის იქ იმყოფება, სადაც საჭიროა. ძალიან თავდაჯერებულად აკონტროლებს ბურთს და ძალიან სწრაფია პოზიციურ თამაშში, ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია და „ბავარიაში“ გადასვლა მას მხოლოდ სარგებელს მოუტანს. ნიკლასი - გაბარიტული,, ძლიერი და ამასთანავე მოძრავი, სწრაფი ფეხბურთელია, რაც შეიძლება მაშინვე არ იყოს შემჩნეული. ორივეს ძალიან დიდი კონკურენცია აქვს, რომლის მოგებაც დასჭირდებათ. მაგრამ მათ კიდევ მიეცემათ თავისი შანსი, ორივე - ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან!“.

რას ელოდები „ბავარიისგან“ ახალ სეზონში?

კლოზე: „კარლ-ჰაინც რუმენიგემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ „ბავარია“ აზიური ტურნეს შემდეგ ყოველთვის როგორც მინიმუმ დუბლს იგებდა. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ეს სეზონი გამონაკლისი არ იქნება. დრო გვიჩვენებს. კონკურენცია არსებობს, ის გაიზარდა, მაგრამ „ბავარიაც“ არ კარგავდა დროს ტყუილად“.

რითი დაკავდები მომავალში? იქნები თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომავალ წელს?

კლოზე: „ჩინეთიდან გამგზავრებისთანავე შვებულებაში გავდივარ, რაც ძალიან მახარებს. ამ ბოლო დროს ბევრი ვიმოგზაურე. შემდგომ კი სამწვრთნელო ლიცენზიის მიღების დროც დადგება. ხოლო „ა“ კატეგორიის ლიცენზიის მიღების შემდეგ ნაციონალურ გუნდთან ერთად ვიქნები. ჩვენ კიდევ მოგვიწევს ერთად შეკრება და ბევრი დეტალის შეჯამება, ყველანაირ შემთხვევაში რუსეთში აუცილებლად გავფრინდები“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.