» » „ბავარია“ მზადაა რენატუ სანჩესი 42 მილიონ ფუნტად გაყიდოს

„ბავარია“ მზადაა რენატუ სანჩესი 42 მილიონ ფუნტად გაყიდოს

21-07-2017, 05:24 dachi8 ტრანსფერები 0

„ბავარია“ მზადაა რენატუ სანჩესი 42 მილიონ ფუნტად გაყიდოს
მიუნხენის „ბაიერნი“ ამ ზაფხულს შეეცდება პორტუგალიელი ნახევარმცველის რენატუ სანჩესის გაყიდვას, რომელიც გასულ ზაფხულს ლისაბონის „ბენფიკადან“ 35 მილიონ ფუნტად შეიძინა.

19 წლის პორტუგალიელი „ბაიერნს“ 2016/17 წლის სეზონში, ევრო 2016 ჩემპიონატის შემდეგ ბრწყინვალე რეპუტაციით შეუერთდა. მაგრამ, გერმანიის ჩემპიონატის 25 მატჩში, სადაც მას მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

ახლა კარლო ანჩელოტი მზადაა ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენოს და ოპტიმიზმითაა განწყობილი, რომ აღნიშნული ტრანსფერი სარგებლის მომტანი გახდება, ნათქვამია სპორტულ ინტერნეტ-გამოცემა 90min-ში.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით, ახალგაზრდა პორტუგალიელით „მილანი“ და „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული. ამის მიუხედავად, „ბავარიის“ მიერ დასახელებულმა გამოსასყიდმა თანხამ შესაძლოა ორივე კლუბის ინტერესი გაანელოს, რადგან ორივე კლუბმა უკვე საკმარისი თანხები დახარჯა მიმდინარე სატრანსფერო კამპანიის დროს.

„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში სანჩესი რამოდენიმე წუთისთვის ბრძოლას თუ შესძლებს იმ შემთხვევაში თუ კლუბში დარჩება. „სანჩესი ვერ მიიღებს საკმაო სათამაშო დროს „ბაიერნში“, ამიტომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები დავიწყოთ მის გაყიდვაზე, ან იჯარაზე, ან რაიმე სხვაზე“ - იძახის რუმენიგე.

„მე მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რენატუ პერმანენტულ სათამაშო დროს საჭიროებს. შემიძლია დავადასტურო „მილანის“ ინტერესი, მაგრამ გასული კვირის შემდეგ, გარიგებამდე არ მივსულვართ. თუ კლუბი „ბაიერნის“ ფეხბურთელით ინტერესდება, მათ უნდა იცოდნენ, რომ აქ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლებია ჩართული. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ „მილანი“ მზად არაა ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თუმცა, ჩვენ ვიძახით, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ ფეხბურთელში 42 მილიონი ფუნტი იქნებოდა შემოთავაზებული“ - განაცხადა 61 წლის ფუნქციონერმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.