» » მათეუსის თერთმეტეულში ხამესის და მიულერის ადგილი არ მოიძებნა

მათეუსის თერთმეტეულში ხამესის და მიულერის ადგილი არ მოიძებნა

21-07-2017, 15:14 dachi8 სიახლეები 0

მათეუსის თერთმეტეულში ხამესის და მიულერის ადგილი არ მოიძებნა
მიუნხენის „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ესპანელი ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარას დიდი გულშემატკივარია. მათეუსი თვლის, რომ ფლეიმეიქერის პოზიციაზე ალკანტარა უფრო დიდი ძალა იქნებოდა „ბავარიისთვის“ ვიდრე თომას მიულერი და ხამეს როდრიგესი.

„ათიანის“ პოზიციაზე ტიაგო ალკანტარას ვამჯობინებდი თომას მიულერსა და ხამეს როდრიგესს. ჩემს ძირითად შემადგენლობაში ამ ამპლუაში ტიაგო ალკანტარა ითამაშებდა. შესაძლოა, როდრიგესი კარლო ანჩელოტის სასურველ შენაძენად გვევლინება, მაგრამ თუ ტიაგო ისე ითამაშებს როგორც გასულ სეზონში, მაშინ „ფლეიმეიქერის“ პოზიციას მას ვერ ჩამოართმევდი. ევროპულ დიდ გუნდებთან თამაშისას ანჩელოტის მოედნის ცენტრის დარეგულირება დასჭირდება. კრეატიულ ალკანტარასთან ერთად შეუძლიათ არტურო ვიდალი და ხავი მარტინესი ათამაშონ „რვიანის“ და „ექვსიანის“ პიზიციებზე“, - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sport Bild.

ხამეს როდრიგესი ეს „ბომბა“ ტრანსფერია, რომელიც ული ჰიონესი გულშემატკივრებს შეპირდა, იმის მიუხედავად რომ კოლუმბიელმა ზინედინ ზიდანის შეგირდობის დროს ვერ გაიბრწყინა, რადგან ფრანგი მწვრთნელის სისტემაში უბრალოდ „ათიანის“ ადგილი ვერ მოიძებნა. თუმცა, კარლო ანჩელოტის „რეალში“ მოღვაწეობის დროს, ხამეს როდრიგესის სადებიუტო სეზონში, სადაც კოლუმბიელმა მშვენიერი თამაში აჩვენა, იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელთან საერთო ენა გამონახა და ლოთარ მათეუსის რჩევების მიუხედავად, მან თავად უკეთ იცის თუ როგორ და რომელ პოზიციაზე გამოიყენოს „ბავარიის“ ახალწვეული.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.