» » ჰიონესი ზამერს რეკომენდაციას აძლევს

ჰიონესი ზამერს რეკომენდაციას აძლევს

21-07-2017, 15:58 dachi8 სიახლეები 0

ჰიონესი ზამერს რეკომენდაციას აძლევს
რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, „ბავარიის“ ყოფილი სპორტული დირექტორის მათიას ზამერის სიტყვებს უპასუხა, ეს უკანასკნელი Eurosport-ის ექსპერტად გვევლინება და რამოდენიმე დღის წინ „ბავარიის“ ხელმძღვანელობას მოუწოდა თომას მიულერის მნიშვნელობაზე გასაუბრებოდნენ მიუნხენური კლუბის მთავარ მწვრთნელს - კარლო ანჩელოტის.

„არ წამიკითხავს, მაგრამ კატეგორიულად ვაძლევ რეკომენდაციას მათიასს, რომ ნაკლები ილაპარაკოს „ბავარიაზე“, რადგან დარწმუნებული ვარ რომ მას არაფერი გააჩნია ჩვენი კლუბის საწინააღმდეგოდ. მაგრამ თანხებს, რომლებიც ის ახლა გამოიმუშავებს „ბავარიის“ პროვოკაციულ საკითხებზე მსჯელობაში სთავაზობენ და ასეთ საკითხებს ის თავს ყოველთვის ვერ დააღწევს, შესაბამისად ამ ისტორიებს ასეთი გაგრძელება მოჰყვება, როგორიც გუშინდელ მის განცხადებას და თუ ის ჭკვიანია, მომავალში ნაკლებს ილაპარაკებს „ბავარიის“ შესახებ“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს SportBild.

ამის გარდა, ჰიონესი სხვა საკითხებსაც შეეხო:

... სიტუაცია თომას მიულერთან დაკავშირებით: „მე ამას ძალიან მოკლედ დავახასიათებდი, თუ ხამესის ტრანსფერი თომას მიულერისათვის მხოლოდ კონკურენციის სიტუაციაა. ამ ფეხბურთელს ჩემი აზრით, სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში, მარჯვნივ, მარცხნივ და რა თქმა უნდა ცენტრფორვარდის უკანაც. უბრალოდ არ მესმის თომას მიულერის გარშემო დისკუსია, რადგან ვგრძნობ, რომ თომასი - როგორც რიბერი ორივე ძალიან კარგად გამოიყურებიან და დარწმუნებული ვარ, რომ თომასი „გლადბახთან“ ან „არსენალთან“ მატჩების მსგავსად თუ ითამაშებს, მას არაფერი არა აქვს სანერვიულო.

„თომასი წარმოუდგენელი ფეხბურთელი და პოპულარული ფიგურაა ბავარიაში. მაგრამ ბოლოს და ბოლოს მას ასევე უწევს ტესტის ჩაბარება. მე მას ვიცნობ და ის ამას შეძლებს. ბოლო წლის სიტუაცია მისთვის დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა, მაგრამ საქმე ამაში არაა, რასაც ვხედავ მან ახლა ეს გამოწვევა მიიღო“.

... სპორტული დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე: „ჩვენ ასევე ვხედავთ ამაში პრობლემას. მაგრამ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან საკმაო დრო მაქვს და ამ საკითხს აქტიურად განვიხილავთ. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.

... ფრანკ რიბერიზე: „ვფიქრობ, ფრანკმა „ჰოფენჰაიმთან“ და „არსენალთან“ აჩვენა, რომ მეტად სერიოზულად უდგება საკითხს და თუ ამ გზით გააგრძელებს წინსვლას, მას ამ სეზონში უამრავი თამაში ელოდება 90 წუთის განმავლობაში“ - იძახის 65 წლის ფუნქციონერი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.