» » განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის

განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის

21-07-2017, 23:33 dachi8 ანონსი 0

განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის
“ბავარიული“ ტურნე აზიაში გრძელდება! გერმანიის რეკორდმაისტერის მე-2 გაჩერება ქალაქი შენჯენია, სადაც მიუნხენელებს, როგორც შანხაიში, დიდებული დახვედრა მოუწყეს. აეროპორტში და სასტუმროში გუნდს მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები დახვდნენ.

„აქ გიჟი გულშემატკივრები არიან. ეს უბრალოდ ფანტასტიურია. ისინი ყველგან დაგვყვებიან. დიდ მადლობას ვუხდი ჩინელ ქომაგებს მათი მხარდაჭერის გამო“. - მოყვა ხავი მარტინესმა. საღამოს ვარჯიშზეც ბევრი ხალხი იყო. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 400 გულშემატკივარი იყო მიწვეული, ატმოსფერო სადღესასწაულო გამოვიდა.


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის

ამგვარ ატმოსფეროში კიდევ უფრო სულმოუთმენლად ელოდება ანჩელოტი შაბათის მატჩს „მილანთან“. იმის მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია, შეხვედრა იტალიელისათვის განსაკუთრებულია. „დიდი დროის განმავლობაში ვმუშაობდი „მილანში“, ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია. დიდებული მოგონებები მაკავშირებს იმ დროსთან. 13 წელი - დიდი ნაწილი ჩემი საფეხბურთო ცხოვრების. მე დიდი ქომაგი ვარ „მილანის“, - მოყვა ანჩელოტიმ.

ასეთი განსაკუთრებული შეხვედრა, ბუნებრივია, განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. წინასამატჩო პრეს-კონფერენციის დროს კარლო ანჩელოტიმ ცოტა ხნით თარჯიმნის როლიც კი მოირგო, როდესაც კითხვა იტალიურ ენაზე იქნა დასმული. ვარჯიშის შემდეგ კი მან პირადად შეაგროვა მოედნიდან ყველა ბურთი.

მოახლოებული მატჩი „ბავარიისათვის“ კარგი გამოცდა იქნება. „ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშში, ჩვენ უკეთესნი ვხდებით“, - დარწმუნებულია ანჩელოტი. ასე, რომ გულშემატკივრებს შეუძლიათ საინტერესო დაპირისპირების მომსწრე გახდნენ.

განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის


განსაკუთრებული მატჩი ანჩელოტისათვის
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.