» » როდრიგესი: „შემიძლია თუ არა მესისა და რონალდუს ადგილი დავიკავო? რატომაც არა“?

როდრიგესი: „შემიძლია თუ არა მესისა და რონალდუს ადგილი დავიკავო? რატომაც არა“?

22-07-2017, 02:52 dachi8 სიახლეები 0

როდრიგესი: „შემიძლია თუ არა მესისა და რონალდუს ადგილი დავიკავო? რატომაც არა“?
“ბაიერნის“ ახალწვეული ხამეს როდრიგესი, რომელიც მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით შეუერთდა მიუნხენურ კლუბს, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - იმედოვნებს თუ არა მომავალში ისეთივე წარმატებული გახდეს, როგორებიც მსოფლიოს 2 საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუა - შემდეგს პასუხობს:

„შემიძლია თუ არა მესისა და რონალდუს ადგილი დავიკავო? რატომაც არა? ისინი დიდი ფეხბურთელები არიან. მზად ვიქნები კარიერის განვითრებისათვის და ვნახოთ თუ რა მოხდება მომავალში“, - ციტირებს ხამესის სიტყვებს FourFourTwo.

„ჩვენ დიდი ფეხბურთელები გვყავს ბაიერნში და გუნდში კონკურენცია მეტად ინტენსიურია. ჩემი ადგილი კი ყოველდღიური მძიმე ვარჯიშებით უნდა მოვიპოვო. მეტი წუთები მსურს და მეტი წარმატება“.

„ეს უნიკალური კლუბია, ტურნირებზე გამარჯვების ვალდებულებებით და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო სეზონშიც“ - იძახის 26 წლის კოლუმბიელი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.