» » ნოიერი, ბოატენგი და რობენი გუნდში დაბრუნებისთვის მუშაობენ

ნოიერი, ბოატენგი და რობენი გუნდში დაბრუნებისთვის მუშაობენ

23-07-2017, 03:20 dachi8 სიახლეები 0

ნოიერი, ბოატენგი და რობენი გუნდში დაბრუნებისთვის მუშაობენ
შაბათსაც კი ისინი თავს უფლებას არ აძლევენ შესვენებისთვის. მანუელ ნოიერი და არიენ რობენი სავარჯიშო ცენტრში ვარჯიშობდნენ, ხოლო ჟერომ ბოატენგი გაზონზე ვარჯიშს განაგრძობდა. სამეული გუნდთან ერთად აზიის ტურნეში არ გაემგზავრა, რათა ოპტიმალურად მომზადებულიყო ტრავმის შემდგომი გამოსაჯანმრთელებელი პროგრამის ფარგლებში.

„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ“, - ყვება ჟერომ ბოატენგი, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს ბარძაყზე ოპერაცია გადაიტანა. ახლა კი მცველი ცდილობს ფიზიკური კონდიციები დაიბრუნოს. ბოატენგი გარბენითი ვარჯიშებით არის დაკავებული, რომლის ინტენსივობა დღითი-დღე იზრდება, ასევე ძალისმიერ ვარჯიშებსაც ასრულებს. „დღითი-დღე თავს უფრო უკეთ ვგრძნობ“ - იძახის ბოატენგი.

რობენი მზადაა ბურთთან მუშაობისათვის

მანუელ ნოიერიც ასევე „თითოეულ დღეს პროგრესს განიცდის“. გასული სეზონის ბოლოსკენ გოლკიპერმა ტერფის მოტეხილობა მიიღო. ახლა ის ქვიშაზე და წყალში ვარჯიშითაა დაკავებული. „კმაყოფილი ვარ, შევეცდები რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე გუნდთან ერთად ვარჯიშებს. მაგრამ არ შეიძლება მოვლენები დავაჩქაროთ“.

არიენ რობენი ძალიან მალე დაიწყებს ინტენსიურ ვარჯიშებს. წინა კვირას შვებულებიდან კუნთის ტრავმით დაბრუნებული რობენი მალე ბურთთან ერთად დაიწყებს ვარჯიშებს. „კარგია, რომ ახლა მიუნხენში მიწევს მუშაობა. ჩემი მიზანია - თანდათანობით დავუბრუნდე გუნდთან ერთად ვარჯიშებს“ - იძახის ჰოლანდიელი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.