» » ინტერვიუ ხავი მარტინესთან

ინტერვიუ ხავი მარტინესთან

23-07-2017, 06:10 dachi8 ინტერვიუ 0

ინტერვიუ ხავი მარტინესთან
5 წლის წინ, ის ლეგენდარული გერმანელი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის ფავორიტი ფეხბურთელი იყო. ბასკი „ბაიერნის“ ერთ-ერთი ფიგურაა, რომელსაც ნახერდაცვაშიც და ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში. მიუნხენურ ინტერნეტ-გამოცემა tz-თან მიცემულ ინტერვიუში ხავი მარტინესი ჰაინკესსა და ანჩელოტის ადარებს ერთმანეთს, ხამეს როდრიგესის გუნდში ინტეგრაციაზე ყვება და მამად გახდომის შეგრძნებებზე გვესაუბრება.

- ხავი, „ბაიერნმა“ უკვე დატოვა შანხაი. პარასკევიდან გუნდი შენჯენში იმყოფება. როგორ მოგწონთ ჩინეთის ტურნე?

მარტინესი: „ჩვენ აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ეს კარგი ადგილია ვარჯიშებისათვის, შეიძლება ცოტათი ცხელი. გულშემატკივრები კი ნამდვილად სასიამოვნოდ გვაოცებენ.

- კარლ-ჰაინც რუმენიგემ კარლო ანჩელოტი იუპ ჰაინკესს შეადარა მისი მოღვაწეობის მე-2 სეზონში, რადგან კარლო ახლა უფრო მკაცრი გახდა. ნამდვილად გვანან ეს ორნი ერთმანეთს?

მარტინესი: კი, არის პარალელები. მათ ორივეს მსგავსი სტილი აქვთ, მსგავსი იდეები ფეხბურთში.

- და როგორც პიროვნება?

მარტინესი: იუპი ხშირად ბრაზობდა, ვიდრე კარლო (იცინის). არა, სერიოზულად, ისინი ორივე მშვიდი და თანმიმდევრული მწვრთნელები არიან. ისინი მშობელივით გექცევიან და ეს ფეხბურთელებისათვის ძალიან კარგია. ჩვენ ერთ ოჯახად ვგრძნობთ თავს.

- თქვენ იუპ ჰაინკესის სასურველი მოთამაშე იყავით, გქონდათ განსაკუთრებული ურთიერთობები?

მარტინესი: კი რა თქმა უნდა. მან ყველაფერი გაიღო, რათა 2012 წელს მე „ბილბაოდან“ გადმოვეყვანე. მე ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები, მის გარეშე მე აქ არ აღმოვჩნდებოდი. მადლობელი ვარ იუპის!

- ხამეს როდრიგესმა თავისი პირველი მატჩი ჩაატარა „ბავარიის“ რიგებში 1 კვირის წინ. თუ დაეხმარე მას გუნდში ინტეგრაციაში?

მარტინესი: ის გერმანულად ვერ ლაპარაკობს, მისი ინგლისური კი არც თუ ისე კარგია. ჩვენ ორივე ესპანურად ვლაპარაკობთ. ასე, რომ მე ვეხმარები მას! როდესაც „ბავარიაში“ მოვედი ერთი სიტყვის გაგებაც კი არ შემეძლო, მაშინ კლაუდიო პისარო დამეხმარა. ახლა კი მე ხამესს დავაკვალიანებ.

- რას იტყოდით მის სათამაშო ხარისხზე საფეხბრთო მოედანზე?

მარტინესი: ხამესი ჩემთვის მსოფლიოსი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია! მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ის ახლა ჩვენს გუნდში თამაშობს...

- გასულ წელს პირველად გახდი მამა. რამდენად შეცვალა შენი ცხოვრება ლუკამ?

მარტინესი: ეს უბრალოდ მშვენიერია. ლუკა საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში, წარმოდგენელია. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის მიუნხენში მისი დატოვება და ჩინეთში გამომგზავრება. ამიტომაც უკვე დღეებს ვითვლი დაბრუნებამდე. სახლში ყოველ დღე ვრეკავ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.