» » "ბავარია" სინგაპურში ჩაფრინდა, ლამისა და კიმიხის სპორტული ჯილდოები

"ბავარია" სინგაპურში ჩაფრინდა, ლამისა და კიმიხის სპორტული ჯილდოები

23-07-2017, 16:32 dachi8 სიახლეები 0

Xiè xiè (მადლობთ) და Zài jiàn (ნახვამდის) ჩინეთი! nǐ hǎo (გამარჯობა) სინგაპურო! კვირას სადილის შემდეგ „ბავარიელები“ აზიის ტურნეს ფარგლებში მე-3 დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდნენ . შანხაიში 4 და შენჯეში 2 დღის გატარების შემდეგ, გერმანიის რეკორდმაისტერი სინგაპურში 5 დღეს გაატარებს. „ბავარიას“ 25 ივლისს ლონდონის „ჩელსისთან“ მოუწევს ამხანაგური მატჩის ჩატარება, ხოლო 27 ივლისს მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ორივე მატჩი საერთაშორისო ჩემპიონების თასის ფარგლებში ჩატარდება. „სულმოუთმენლად ველით მომდევნო მატჩს, რადგან „მილანთან“ მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია გვსურს“, - განაცხადა თომას მიულერმა. ხუთშაბათს კი „ინტერთან“ თამაშის დასრულებისთანავე გუნდი მიუნხენში გაფრინდება.

ლამი და კიმიხი სპორტული ჯილდოებით დაჯილდოვდნენ

ფილიპ ლამი მეორედ დაჯილდოვდა ბავარიის სპორტული ჯილდოთი. ყოფილმა კაპიტანმა ბავარიის „პრემიერ-მინისტრის ჯილდო“ მიიღო, ჰორსტ ზეეჰოფერმა ლამის მიღწევები აღნიშნა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულა. „ფილიპ ლამი - განსაკუთრებული ფეხბურთის ნიჭითაა დაჯილდოებული და გამოჩენილი პიროვნებაა. ეს ინტელიგენტი, მიზანსწრაფული ადამიანია. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ის თავისი კლუბის ერთგული იყო. ის მისაბაძი ადამიანია, როგორც მოედანზე ასევე მოედნის გარეთ და არა მხოლოდ ფეხბურთელებისათვის. ფილიპ ლამი ყოველთვის გვაოცებდა თავისი მოღვაწეობით და ამიტომ დამსახურებული მფლობელია ბავარიის სპორტული პრემიის“, - აღნიშნა ზეეჰორფმა. იოშუა კიმიხმა კი ამავე ცერემონიის ფარგლებში „გამოჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელის“ ჯილდო მიიღო.

"ბავარია" სინგაპურში ჩაფრინდა, ლამისა და კიმიხის სპორტული ჯილდოები



საღამოს წვეულება - სიურპრიზი ჯოვანე ელბერისათვის

სიურპრიზი - ყოფილი „ბავარიის“ ბომბარდირი ჯოვანე ელბერისათვის! ნაშუაღამევს ბრაზილიელს შენჯენში „ბავარიის“ აურაცხელი გულშემატკივრები ზარ-ზეიმით შეხვდნენ. მიზეზი: ლეგენდარულ თავდამსხმელს 45 წელი შეუსრულდა! „ბავარიის“ შემადგენლობაში ელბერმა 169 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 92 გოლი გაიტანა.

"ბავარია" სინგაპურში ჩაფრინდა, ლამისა და კიმიხის სპორტული ჯილდოები
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.