» » ფილიპ ლამი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ფილიპ ლამი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

23-07-2017, 21:37 dachi8 სიახლეები 0

ფილიპ ლამი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
კარიერის დასრულების შემდეგაც, ფილიპ ლამი განაგრძობს ჯილდოების მიღებას. შაბათს საღამოს რეკორდმაისტერის ყოფილმა კაპიტანმა „ბავარიის“ ჯილდო მიიღო პრემიერ-მინისტრისაგან, ხოლო კვირას ცნობილი გახდა, რომ პირველად თავის კარიერაში ფილიპ ლამი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ტრადიციული ხმის მიცემის ფარგლებში, რომელიც „კიკერის“ ჟურნალმა ჩაატარა ფილიპ ლამმა 242 ხმა დააგროვა. მე-2 ადგილი ტონი კროოსმა დაიკავა 192 ხმით, მე-3 ადგილი კი დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელს პიერ-ემერიკ ობამეანგს ერგო - 120 ხმით. მთლიანად ხმის მიცემის პროცედურაში 885-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრემიაა, ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე. ვფიქრობ, რომ გერმანელმა ჟურნალისტებმა ხმის მიცემის დროს ჩემი მიღწევები გაითვალისწინეს მთელი კარიერის განმავლობაში“, - განაცხადა ლამმა, რომელიც 2004 წელსა და 2006 წელს ხმის მიცემის შედეგებით მე-2 და მე-3 ადგილს იკავებდა.

ამ მომენტამდე ლამს ამ პრესტიჟული ჯილდოს პატივი არ ჰქონია, იმის მიუხედავად, რომ ის გერმანიის ჩემპიონატის 8 გზის გამარჯვებული, გერმანიის თასის 6 გზის გამარჯვებული და ასევე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია კაპიტნის რანგში. თვითონ ლამი თვლის, რომ გამარჯვებული თავისი ამპლუიდან გამომდინარე ვერ ხდებოდა.

„წარსული გვიჩვენებს, რომ მცველისათვის გაცილებით რთულია წლის ფეხბურთელი გახდეს. ხშირად ამ ჯილდოს პატივი შეტევითი ამპლუის ფეხბურთელებს ხვდებოდა“, - თვლის ლამი.


„ბავარიის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელები, 1960 წლიდან მოყოლებული

2017 - ფილიპ ლამი
2016 - ჟერომ ბოატენგი
2014 - მანუელ ნოიერი
2013 - ბასტიან შვაინშტაიგერი
2010 - არიენ რობენი
2008 - ფრანკ რიბერი
2005 - მიხაელ ბალაკი
2003 - მიხაელ ბალაკი
2001 - ოლივერ კანი
2000 - ოლივერ კანი
1999 - ლოთარ მათეუსი
1981 - პაულ ბრაიტნერი
1980 - კარლ-ჰაინც რუმენიგე
1978 - ზეპ მაიერი
1977 - ზეპ მაიერი
1976 - ფრანკ ბეკენბაუერი
1975 - ზეპ მაიერი
1974 - ფრანც ბეკენბაუერი
1969 - გერდ მიულერი
1968 - ფრანც ბეკენბაუერი
1967 - გერდ მიულერი
1966 - ფრანც ბეკენბაუერი
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.