» » "ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში

"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში

24-07-2017, 01:30 dachi8 სხვადასხვა 0

ჯერ კიდევ მარტში „ბავარიის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა შენჯენში საფეხბურთო სკოლის შექმნაში. ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება, მწვრთნელების მომზადებაზე, მუდმივი გაცვლითი გამოცდლებისა და სავარჯიშო შეკრებების ჩატარებაზე. აუდის ტურნეს დროს კი კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი პირადად შეხვდნენ პარტნიორებს ჩინეთში.

შენჯენში 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეს ქალაქი ჩინეთის ტექნოლოგიურ ცენტრად მიიჩნევა. აქ 2019 წლის ბოლომდე „ბავარიის“ საფეხბურთო სკოლა უნდა აშენდეს. გეგმის მიხედვით 1000 ბავშვამდე გაივლის მომზადებას ამ სკოლაში, შერჩევის დროს კი უპირატესობას პროვინციის მაცხოვრებლებს მიანიჭებენ. სკოლის გარდა ასევე აშენდება სავარჯიშო ცენტრი 16 მოედნით, სავარჯიშო მომზადების დარბაზებითა და საპროცედურო ოთახებით. როგორც მწვრთნელები, ასევე სკოლის ფეხბურთელები მომავალში შეძლებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებას და თავისი ოსტატობის დახვეწას მიუნხენში.

მას შემდეგ, რაც ჩინეთში სახელმწიფო დონეზე გამოცხადდა ფეხბურთის ხელშეწყობა, გერმანიასა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის პროგრამა ჩაიშვა. „ბავარიის“ ხელმძღვანელობა პრეზენტაციის ნახვისას შთაბეჭდილებებს ვერ მალავდნენ. „ის, რაც ჩვენ ვნახეთ, იმის დამადასტუებელია, რომ ფეხბურთი ჩინეთში და განსაკუთრებით შენჯენში სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შენჯენში საფეხბურთო სკოლისა და სავარჯიშო ცენტრის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ "ბაიერნის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეო რგოლში, შემდეგ ბმულზე გადასვლით Die FC Bayern Football School in Shenzen

"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში


"ბავარიის" საფეხბურთო სკოლა ჩინეთში
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.