» » ჰიონესი: ტურნეზე, ახალ სპორტულ დირექტორზე და ახალწვეულებზე

ჰიონესი: ტურნეზე, ახალ სპორტულ დირექტორზე და ახალწვეულებზე

24-07-2017, 19:03 dachi8 ინტერვიუ / მთავარი ამბები 0

ჰიონესი: ტურნეზე, ახალ სპორტულ დირექტორზე და ახალწვეულებზე
ზაფხულის აუდის ტურნეს ფარგლებში ული ჰიონესის შეხვედრების განრიგი ფეხბურთელებზე არანაკლებ დატვირთყლია. სინგაპურში ჩასვლის მე-2 დღეს კლუბის პრეზიდენტი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ჰიონესმა ტურნეს შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, სეზონის გეგმებზე, სპორტულ დირექტორსა და ახალწვეულებზე.

ული ჰიონესი....

... ზაფხულის აუდის ტურნეს შესახებ: „შენჯენში საფეხბურთო კლუბის გახსნამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მერმა კი დიდებული დახვედრა მოგვიწყო. მთავრობამ რამოდენიმე მილიონი გამოყო ამ სკოლის შექმნაზე. ჩემთვის პირველად გახდა თვალნათელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნე. ხალხი აქ მთელი სერიოზულობით უდგება ჩვენთან თანამშრომლობას და მეგობრობას, ეს კი ფულად თანხებზე გაცილებით მნიშვნელოვანია“.

.... მოგზაურობაზე: „მოგზაურობა როგორც ყოველთვის შესანიშნავადაა ორგანიზებული, ნამდვილად მომავალშიც ამგვარ ტურნეებში მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ საჭირო იქნება საკითხის გადახედვა 12 დღეში 4 მატჩის ჩატარების საჭიროებაზე, ამასთან დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით“.

... მარცხი „მილანთან“: „ნერვიულობა არ განმიცდია მატჩის შემდეგ. ზოგჯერ გუნდის მომზადების პერიოდში, ფეხბურთელები გადაღლილები არიან მაღალი დატვირთვებით და მეტად მოტივირებულ მეტოქესთან ბრძოლა უწევთ, რომელმაც თავის მხრივ პრაქტიკულად დაასრულა წინასასეზონო მომზადება და მომდევნო კვირას ევროპის ლიგაზე კვალიფიკაციის გავლა მოუწევს. ჩვენი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ წინ კიდევ 3 კვირა გვაქვს მოსამზადებლად. ამიტომ სანერვიულო არაფერია“.

... მოახლოებულ მატჩზე „ჩელსისთან“: „არასასიამოვნოა 0:4 ანგარიშით წაგება, ამიტომ ხვალ ჩვენი ფეხბურთელები ზეწოლას იგრძნობენ. ჩვენმა გუნდმა დამატებითი დასვენება მიიღო მატჩის წინ, მარკეტინგული აქციები კი ცოტა რაოდენობით იქნება. ვიმედოვნებ, ხვალ ჩვენ უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე „მილანთან“ გამოვიყურებოდით. მაგრამ იმის მიუხედავად თუ როგორ დასრულდება მატჩი, შედეგი არ იქნება ჩვენი მომზადების შეფასების კრიტერიუმი“.

... სპორტული დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე: „მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ჩვენ ახალ სპორტულ დირექტორს წარვადგენთ. მე უკვე ვიძახდი, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგემ და მე რამოდენიმე მოლაპარაკება უკვე გავმართეთ“.

... თომას მიულერის განსაკუთრებულ პოპულარობაზე აზიაში: „გასაკვირი არაა არაფერი იმაში, რომ თომასი ასეთი პოპულარულია აქ. ის გასაოცარი პიროვნებაა და საკმაოდ ახალგაზრდული ასაკიდანვე დიდ წარმატებებს მიაღწია „ბავარიასთან“ და გერმანიის ნაკრებთან ერთად. ის შესანიშნავი ყმაწვილია, კარგად მოლაპარაკე. ყოველთვის აქვს სათქმელი, ღამის 12 საათზეც კი . ის შესანიშნავად წარმოადგენს „ბავარიას“.

... კორენტენ ტოლისოზე: „ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია. ის ადვილად შეეწყო გუნდს, მას კარგი ხასიათი აქვს, ეს მხიარული ადამიანია, რომელიც მაქსიმუმს იხარჯება. ის ერთ-ერთ იმ ფეხბურთელს წარმოადგენს რომელზეც დაყრდნობა შეგიძლია. ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებები ნამდვილად დადებითია“.

... ხამეს როდრიგესზე: „თავმდაბალი და სიმპათიური ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ფეხბურთს. ამიტომაა ის ახლა „ბავარიაში“. თუ რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს“.

... ბუნდესლიგაში მთავარ კონკურენტებზე: „ლაიფციგი“ კვლავ კარგ სეზონს ჩაატარებს, მაგრამ ჩვენი მთავარი მეტოქე დორტმუნდის „ბორუსიაა“.

... სეზონის გეგმებზე: „გერმანიის ჩემპიონობა. სხვა ტურნირებზე თუ როგორ გამოგვივა ვნახოთ. კარგი იქნებოდა, ჩემპიონატში და ქვეყნის თასის ტურნირებში გამარჯვება, ასევე, ჩემპიონთა ლიგაზეც კარგი გამოსვლა. ასევე კარგი იქნებოდა წლის განმავლობაში ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში ევროპაში ფურორს მოახდენდა. ტიტულების მოგება და ამავდროულად წინ გარღვევა ეს ნამდვილი ხელოვნებაა“.

... ფილიპ ლამზე - გერმანიის წლის ფეხბურთელზე: „გასაოცარია, რომ მხოლოდ ახლა გახდა ამ ჯილდოს მფლობელი. ფილიპმა ის გაცილებით ადრე დაიმსახურა“.

... 2012 წლის ფინალის წაგების შემდეგ კლუბის განვითარებაზე: „ბავარია“ - კარგ ფორმაშია, ჩვენ კარგი იმიჯი გვაქვს, მომავლისათვის კარგად მოვემზადეთ და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ ფინანსურ საკითხებში სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ თუ ეს საჭირო იქნება“.

... ახლგაზრდებთან მუშაობაზე: „ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ჩაშვებით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო უკეთესნი გავხდეთ ახალგაზრდების მომზადების საკითხში. ამ მიმართულებით ჩვენ რამოდენიმე წლის განმავლობაში სუსტად გამოვიყურებოდით. წინა სეზონზე ჩვენი U17-ის გუნდი ჩემპიონი გახდა, U19 ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში წააგო. რამდენადაც ვიცი ჩვენი U9 გუნდები U15 გუნდებამდეც ასევე სწორ გზას ადგანან. ჩვენ ინფრასტრუქტურა და კადრები გავაუმჯობესეთ, ასე რომ „ბავარია“ საკმაოდ კარგადაა მომზადებული. ამ მომენტისათვის მე კმაყოფილი ვარ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.