» » ხამეს როდრიგესი: "სწორ გზას ვადგავარ"

ხამეს როდრიგესი: "სწორ გზას ვადგავარ"

24-07-2017, 19:34 dachi8 სიახლეები 0

ხამეს როდრიგესი:
გაჩერება უბრალოდ არ შეეძლო. დამღლელი ვარჯიშის შემდეგ ხამესი არ ჩქარობდა მოედნის დატოვებას. ჯერ საჯარიმო დარტყმებზე დაიწყო ვარჯიში, შემდეგ კი რობერტ ლევანდოვსკი, დავიდ ალაბა და ხამეს როდრიგესი ერთმანეთს ბურთის ჟონგლიორობაში გაეჯიბრნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ. ეს ძალიან დაბალანსირებული გუნდია. შთაბეჭდილებები მხოლოდ პოზიტიური მაქვს და მოხარული ვარ აქ ყოფნით. „ბავარიაში“ გადმოვედი, რადგან ეს დიდებული კლუბია, გუნდი კი ყოველთვის დიდი მიზნებისაკენ მიისწრაფვის, როგორც ბუნდესლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგის ტურნირზეც. ტიტულების მოგება მსურს და ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთებას შევძლებ ამ დიდებულ გუნდთან და მის მწვრთნელთან ერთად. ამისათვის მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი ჩემზეა დამოკიდებული“.

საბოლოო პასის ძიებაში

„ხამეს როდრიგესს შესანიშნავი მახასიათებლები აქვს, რომლითაც ჩვენ ჩვენს თამაშს გავაუმჯობესებთ ხაზებს შორის“, - ასე ახასიათებს კარლო ანჩელოტი კოლუმბიელს. „მას ძალუძს ჩვენი დახმარება და ბურთის თავდამსხმელებისათვის მიწოდება უფრო ხშირად და სწრაფად“ - იძახის იტალიელი.

იმისათვის, რომ ხამესმა იდეალურად დაიწყოს ურთიერთქმედება თავის ახალ პარტნიორებთან, რაღაც დროა საჭირო, ამის მიუხედავად ინტეგრაციის პროცესი წინ მიიწევს. „თავს კომფორტულად ვგრძნობ“, - იძახის 26 წლის ფეხბურთელი. „ძალიან მოტივირებული ვარ. შესანიშნავად ვატარებთ დროს ერთად, გუნდში განწყობა კი მშვენიერია“. იმისათვის, რომ მაქსიმუმი ანახოს თუ რა შეუძლია, ამისათვის საჭიროა იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომა, რაზეც კოლუმბიელი ახლა აქტიურად მუშაობს: „მუდმივად ვუმჯობესდები და სწორ გზას ვადგავარ“ - ციტირებს ხამეს როდრიგესის სიტყვებს „ბავარიის“ ოფიციალური საიტი
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.