» » ელბერი: "ხამესთან ერთად „ბავარია“ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას“

ელბერი: "ხამესთან ერთად „ბავარია“ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას“

24-07-2017, 19:56 dachi8 სიახლეები 0

ელბერი:
„ბავარიის“ ყოფილი თავდამსხმელი და ლეგენდა ჯოვანე ელბერი მიიჩნევს, რომ კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ხამეს რიდრიგესის დამატებით. კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელის ხილვა თავის რიგებში, „ბავარიის“ იტალიელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის სურვილი იყო.

„როდრიგესი - ძლიერი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ის შეძლებს აქ ჩვენი იმედების გამართლებას. „რეალში“ მას მცირე შანსი ჰქონდა თავის გამოჩენის, ასე, რომ მოთმინებით უნდა შევიარაღდეთ. ვნახოთ, თუ ის ისე ითამაშებს, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა, ესე იგი ჩვენ სუპერ ფეხბურთელი მივიღეთ. ხამესთან ერთად „ბავარია“ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას“, - ციტირებს ელბერის სიტყვებს Abendzeitung.

საქებარი სიტყვები არ დაიშურა ხამესის მიმართ „ბაიერნის“ გამოცდილმა ფრანგმა ვინგერმაც ფრანკ რიბერიმ: „2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხამესმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. „რეალში“ კი ბოლო დროს მას სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა. მაგრამ ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ახლა ის უფრო მოწყურებული იქნება მოგებებით. ხამესი მონდომებული იქნება აჩვენოს, თუ რა შეუძლია სინამდვილეში. მას დიდი პოტენციალი გააჩნია“, - იძახის ფრანკი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.