» » ლევანდოვსკის ბოლო სეზონი "ბავარიაში"?

ლევანდოვსკის ბოლო სეზონი "ბავარიაში"?

24-07-2017, 20:14 dachi8 ჭორები 0

ლევანდოვსკის ბოლო სეზონი
მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი - რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა 2017/18 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალის“ რიგებში აღმოჩნდეს, ამის შესახებ გერმანული ავტორიტეტული ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი იტყობინება.

ესპანური კლუბი უკვე არაერთხელ იყო დაინტერესებული პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელის შეძენით. პირველად „რეალს“ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა მისი გადაბირება განზრახული, როდესაც ლევანდოვსკი დორტმუნდის „ბორუსიის“ ფერებს იცავდა. მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პირადადაც კი შეხვდა ფეხბურთელს და ამის შესახებ გაესაუბრა, მაგრამ პოლონელმა მაშინ უპირატესობა „ბავარიას“ მიანიჭა.

ყვითელ პრესაში არაერთხელ დაწერილა „რეალის“ ინტერესის შესახებ, მას შემდეგაც რაც ლევანდოვსკიმ „ბავარიის“ რიგები შეავსო, თუმცა რეკორდმაისტერის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ კლუბი არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიდა თავის ფორვარდს.

რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი „ბავარიასთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.