» » რენატუ სანჩესი - მაურინიოს სამიზნე

რენატუ სანჩესი - მაურინიოს სამიზნე

24-07-2017, 22:12 dachi8 სიახლეები 0

რენატუ სანჩესი - მაურინიოს სამიზნე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს პორტუგალიელ ჟოზე მაურინიოს კვლავ შეუძლია თანამემამულის „ბაიერნის“ ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის რენატო სანჩესით გუნდის გაძლიერება.

„ამ მომენტისათვის, ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ისიც შესაძლებელია, რომ რენატო ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩეს“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

ჟოზე მაურინიოს თანამემამულის დამატება წინ სეზონზეც სურდა და ამ დრომდე გულდაწყვეტილია, რომ ეს ტრანსფერი არ შედგა.

სანჩესი ლისაბონის „ბენფიკადან“ გერმანიის ჩემპიონმა 35 მილიონ ევროდ შეიძინა 2016 წელს. კონტრაქტის თანახმად მისი სატრანსფერო ღირებულება შესაძლებელია მიუნხენის „ბაიერნს“ ბონუსების სახით 80 მილიონი ევრო დაუჯდეს.

„ბაიერნის“ იტალიელი მწვრთნელისათვის სრულიად მისაღებია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდან პორტუგალიელი ფეხბურთელით დაინტერესება და არც ამ ვარიანტს არ გამორიცხავს, ისევე როგორც ფეხბურთელის „მილანში“ გასხვისებას ან გაყიდვას - ნათქვამია Sport1-ის სტატიაში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.