» » კროოსის აგენტი ფილიპ ლამის "წლის ფეხბურთელად" დასახელებით უკმაყოფილოა

კროოსის აგენტი ფილიპ ლამის "წლის ფეხბურთელად" დასახელებით უკმაყოფილოა

25-07-2017, 00:47 dachi8 სიახლეები 0

კროოსის აგენტი ფილიპ ლამის
ფოლკერ შტრუტს სჩანს თავისი პროტეჟეს, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ტონი კროოსის ხილვა სურდა 2016/17 წლის სეზონის გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით. ფეხბურთელის აგენტმა ღიად გააკრიტიკა „ბავარიის“ ყოფილი კაპიტნისათვის ამ ჯილდოს გადაცემა.

„ეჭვქვეშ არ ვაყენებ, ფილიპ ლამის გასაოცარ კარიერასა და მის მრავალ წარმატებას გერმანიის ფეხბურთში“, - ახსნა შტრუტმა თავის სააგენტოს საიტ SportsTotal-ზე. „თუ, ფეხბურთის სპეციალისტები და გერმანული სპორტის ასოციაციის ჟურნალისტები 2017 წლის ფეხბურთელს ასახელებდნენ, საუკეთესო ფეხბურთელი გასულ სეზონში ეჭვს გარეშეა, რომ ტონი კროოსი იყო“ - იძახის ფოლკერი.

კროოსმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული „რეალთან“ ერთად მოიგო და ის საკვანძო ფეხბურთელი იყო მადრიდულ კლუბში ყველა ტურნირზე. ფილიპ ლამი „ბავარიასთან“ ერთად ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ტურნირს ¼ სტადიაზე გამოეთიშა, ამის მიუხედავად ფილიპმა ტონი კროოს ხმათა უმრავლესობით - 242 ხმა 192 ხმის წინააღმდეგ - გადაუსწრო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრემიაა, ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე. ვფიქრობ, რომ გერმანელმა ჟურნალისტებმა ხმის მიცემის დროს ჩემი მიღწევები გაითვალისწინეს მთელი კარიერის განმავლობაში“, - განაცხადა ლამმა, რომელიც 2004 წელსა და 2006 წელს ხმის მიცემის შედეგებით მე-2 და მე-3 ადგილს იკავებდა.

თავის მხრივ შტრუტი კი ამგვარ არჩევნებს არ ეთანხმება და მას აბსურდულს უწოდებს.

„ასეთი არჩევნების დროს, პროფესიონალური კრიტერიუმები უნდა იყოს გადამწყვეტი - და არა ემოციონალური, მარტო მე არ ვარ ამ აზრზე , რადგან ბევრი მეთანხმება მედიის წარმომადგენლებიდან, როგორც გერმანიაში, ასევე საზღვარგარეთიდანაც. ამგვარად დასახელებული „წლის საუკეთესო ფეხბურთელი“ - აბსურდია“ - იძახის შტრუტი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.