» » ვინ გახდება "ბავარიის" სპორტული დირექტორი?

ვინ გახდება "ბავარიის" სპორტული დირექტორი?

25-07-2017, 19:12 dachi8 სიახლეები 0

ვინ გახდება
“ბავარიის“ პრეზიდენტმა გუშინდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლუბი უახლოეს 6 კვირის განმავლობაში ახალ სპორტულ დირექტორს წარადგენს. ვაკანტური ადგილი რეკორდმაისტერში მათიას ზამერის წასვლის შემდეგ დღემდე თავისუფალია.

ინტერვიუს შემდეგ, ბუნებრივია ადგილობრივი გერმანული ინტერნეტ-გამოცემები საქმეს შეუდგნენ და სავარაუდო კანდიდატებიც დაასახელეს აღნიშნულ პოზიციაზე.

„ბავარიის“ ყოფილი კაპიტანი და გოლკიპერი ოლივერ კანი და „ბავარიის“ყოფილი კაპიტანი მარკ ვან ბომელი. ეს იმ კანდიდატთა ჩამონათვალია, რომელთაც გერმანული ინტერნეტ-გამოცემები სპორტული დირექტორის პოზიციაზე ხედავენ.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენ სასურველიც არ უნდა იყოს „ბაიერნის“ ქომაგებისათვის „ტიტანის“ სპორტულ დირექტორად დანიშვნა, ული ჰიონესმა ჭორებს თავიდანვე ბოლო მოუღო და განაცხადა, რომ ოლივერ კანი აღნიშნულ პოზიციას არ დაიკავებს, რადგან მისგან უარი მიიღეს.

გამოირიცხა ჰოლანდიელი მარკ ვან ბომელიც, რომელიც „ბავარიაში“ 2006-2011 წლებში თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

ინტერნეტ-გამოცემა Sport1-მა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ბერტ ვან მარვეიკის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც 65 წლის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის ნაკრებს უდგას სათავეში აღნიშნავს, რომ მარკ ვან ბომელი „ბავარიაში“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე არ დაინიშნება.

„მარკი არ იმუშავებს სპორტულ დირექტორად „ბავარიაში“. „პსვ ეინდჰოვენში“ ის U19-ის მწვრთნელია და მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ახალგაზრდებთან მუშაობა. „ბავარიას“ მასთან მოლაპარაკებები რომ ჰქონოდა მე ამის შესახებ მეცოდინებოდა. პირველად მესმის, ამის შესახებ, რომ ის შესაძლოა სპორტულ დირექტორად დაინიშნოს „ბავარიაში“ - ციტირებს მარვეიკის სიტყვებს Sport1.

შეგახსენებთ, რომ ბერტ ვან მარვეიკი, მარკ ვან ბომელის სიმამრია და შესაბამისად აზრს მოკლებული არაა, რომ აღნიშნული სიახლის შესახებ როგორც მინიმუმ ყური მაინც უნდა მოეკრა, თუ გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამებოდა.

თუმცა, როგორც პრესა იუწყება აღნიშნული თანამდებობისათვის კიდევ ერთი კანდიდატია დასახელებული - „ბავარიის“ ყოფილი ცენტრალური მცველი - ტომას ლინკე.

47 წლის ფუნქციონერი ტომას ლინკე ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა „ინგოლშტადტ 04“-ში, თუმცა პოზიცია, რომელიც 2011 წლიდან ჰქონდა დაკავებული ამ ზაფხულს თავისი ნებით დატოვა. წამოსვლის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გუნდს სათანადო იმპულსს ვეღარ აძლევდა.

ყოფილი ბავარიელი ტომას ლინკე გერმანულ კლუბში 7 წელი ასპარეზობდა, სადაც ბუნდესიგის 5 გზის და გერმანიის თასის 3 გზის გამარჯვებული გახდა.
ხოლო, 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პენალტების სერიაში, ტომას ლინკეს გადამწყვეტი გოლის წყალობით. „ბაიერნი“ ტურნირის გამარჯვებული გახდა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.