» » ტოლისოს მოედნის ხედვა შეუდარებელია

ტოლისოს მოედნის ხედვა შეუდარებელია

25-07-2017, 19:33 dachi8 სიახლეები 0

ტოლისოს მოედნის ხედვა შეუდარებელია
“ბავარიის“ ვარჯიშები შუა ფაზაშია შესული. დავიდ ალაბა მარცხენა ფლნაგზე ბურთს იღებს და ცენტრში კორენტენ ტოლისოს აწვდის, ფრანგს კი გრძელი დიაგონალური პასით თამაში მარჯვენა ფლანგზე გადაყავს. ბურთი ზუსტად რაფინიას ფეხებთან ეშვება, რომლის განკარგულებაში სრულიად თავისუფალი ფლანგია. ამგვარი გადაცემის შესრულება ნებისმიერს ნამდვილად არ შეუძლია.

მსგავსი მოქმედებებით 22 წლის ფრანგი მოედანზე გამორჩეულია, თუმცა ვარჯიშებზე მარტო ეს არ არის მისი განმასხვავებელი ნიშანი. მაშინ როდესაც მისი თანაგუნდელები ვარჯიშის დროს მოკლე თეთრ წინდებს იყენებენ, ტოლისოს გრძელი წინდები აცვია. ორშაბათის ვარჯიშის შემდეგ fcbayern.com-ი შეეცადა ამ არჩევანის მიზეზები გაეგო, პასუხად ფეხბურთელმა მხოლოდ გაიცინა: „მე უბრალოდ არ მიყვარს მოკლე წინდების ტარება ვარჯიშების დროს“.

სიტუაციის განმკარგავი

ამაზე მეტად მისი უჩვეულო სათამაშო სტილია დასამახსოვრებელი. განსაკუთრებით გასაოცარია, თუ როგორ ახერხებს მინდვრის ხედვის შენარჩუნებას, როდესაც ის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ხავი მარტინესი მას გადაცემას უკეთებს და ახალწვეული თუნდაც 3 მეტოქის გარემოცვაში იმყოფებოდეს, მას ყოველთვის გამოსდის ხინჯის პოვნა მეტოქის დაცვაში და წარმატებით გადაყავს ბურთი რობერტ ლევაბდოვსკიმდე, რომელიც ერთი-ერთზე რჩება გოლკიპერთან.

ვარჯიშებზე ტოლისო კონცენტრირებული გამოიყურება, თუმცა მას 3 მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ უწევს ორთაბრძოლა (მარტინესი, ჰუმელსი და მიულერი) და ასევე სხვა მრავალი მაღალი დონის ფეხბურთელებთან. „ეს მშვენიერია, ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში. მათგან ბევრ რამეს ისწავლი და ეს განვითარებაშიც გეხმარება“, - იძახის ფრანგი ნახევარმცველი და გაღიმებული გასახდელისაკენ მიემართება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.