» » 3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

25-07-2017, 22:14 dachi8 სიახლეები 0

3:2
“ბავარიის“ მშვენიერი გამოსვლა ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე! სამშაბათს საღამოს გერმანიის რეკორდმაისტერმა „ჩელსის“ ანგარიშით 3:2 (3:1) მოუგო. 48 522 მაყურებლის თვალწინ, სინგაპურის ნაციონალურ სტადიონზე, რაფინიამ (6) და თომას მიულერმა (12,. 26) გამარჯვების გოლები გაიტანეს. ჩელსიმ მარკოს ალონსოს (45+3) და მიში ბაჩუაის (86) გოლით უპასუხა.

„მილანთან“ ჩატარებულ მატჩთან შედარებით რეკორდმაისტერი ინგლისის ჩემპიონებს დაუპირისპირდა, ანჩელოტიმ მხოლოდ 4 ცვლილება განახორციელა სასტარტო შემადგენლობაში: ტომ შტარკემ კარში დაიკავა ადგილი, მარკო ფრიდლი მარცხენა მცველის პოზიციაზე გამწესდა, ხოლო რენატუ სანჩესმა და ხამეს როდრიგესმა მოედნის ცენტრი გაამყარეს.

დავიდ ალაბას კუნთების მცირე დაზიანების გამო არ მიუღია მატჩში მონაწილეობა. ხოლო ხუან ბერნატმა მიუნხენში მარცხენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა.

‘ბავარია“ მატჩის დაწყებისთანავე საქმეს შეუდგა. რაფინიამ უკვე მე-6 წუთზე 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და გუნდი დააწინაურა 1:0. ამ გოლის გატანისთანავე მიულერმა პლასტიკის სასწაულები ანახა დამსწრეებს და მეტოქის კარი რიბერის ჩაწოდების შემდეგ აიღო 2:0.

12 წუთში „ბავარიამ“ 2-ჯერ გაიტანა. მიუნხენელები თამაშს სრულიად აკონტროლებდნენ. ისინი მეტად ფლობდნენ ბურთს, მეტი ორთაბრძოლა მოიგეს - ხამესს კი მე-18 წუთზე ოდნავ დააკლდა რომ მე-3 გოლი გაეტანა. სამაგიეროდ მიულერს გამოუვიდა: შესანიშნავი დარტყმა შორი მანძილიდან და 26-ე წუთზე გერმანელმა თვდამსხმელმა დუბლი მიითვალა 3:0.

1-ლი ტაიმის ბოლო წუთებზე „ჩელსი“ უფრო თამამად მოქმედებდა. ჟერემი ბოგას (33), ალონსოს (42), ბაჩუაის (43) და გარი კეხილს (44) შანსი ჰქონდათ გოლის გატანის, მაგრამ მომენტების რეალიზაცია ვერ შეძლეს და მაინც დამატებით დროში (45+3) ალონსომ „ბავარიის“ კარში გოლი გაიტანა, შტარკეს კი შანსიც კი არ დაუტოვა 3:1 და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მე-2 ტაიმში კომანმა ლევანდოვსკი შეცვალა, ხოლო კარში შტარკეს მაგივრად ახალგაზრდა ფრიუხტლი ჩადგა. „ბავარიელებმა“ მე-2 ტაიმშიც გააგრძელეს სახიფათო მომენტების შექმნა. ხამესს 57-ე, მე-60, 67-ე და 69-ე წუთებზე სულ ცოტა აკლდებოდა რომ თავისი პირველი გოლი ეზეიმა „ბავარიის“ რიგებში. სანჩესსაც 77-ე წუთზე და ვინცჰაიმერსაც 84-ე წუთზე სიზუსტე დააკლდათ დარტყმა გოლში გარდაესახათ. ბავარიის კარს კი დავიდ ლუისი დაემუქრა (72), ბურთი მისი დარტყმულის შემდეგ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და ძელმა აისხლიტა. ფინალურ სასტვენამდე 86-ე წუთზე ბაჩუაიმ კუთხურის შესრულებისას ანგარიში 3:2 გახადა.

შემადგენლობები:

ბავარია: შტარკე (ფრიუხტლი, 46) - რაფინია (გიოტცე, 63), ჰუმელსი, მარტინესი, ფრიდლი - სანჩესი, ტოლისო (პანტოვიჩი, 63) - ხამესი, მიულერი (ვინცჰაიმერი, 81), რიბერი (დორში, 81) - ლევანდოვსკი (კომანი, 46).

ჩელსი: კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (დავიდ ლუისი, 64), კეხილი - მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო - ვილიანი, ბაჩუაი (ბეიკერი, 87), ბოგა (მორატა, 64).

გოლები: 0:1 რაფინია (6), 0:2 მიულერი (12), 0:3 მიულერი (26), 1:3 ალონსო (45+3), 2:3 ბაჩუაი (86).

ყვითელი ბარათები: მოზესი

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო

3:2 "ბავარიამ" "ჩელსის" მოუგო
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.