» » სანჩესი: "მილანი" საინტერესო ვარიანტია"

სანჩესი: "მილანი" საინტერესო ვარიანტია"

25-07-2017, 22:43 dachi8 სიახლეები 0

სანჩესი:
19 წლის „ბავარიის“ ნახევარმცველმა რენატუ სანჩესმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს მეტი სათამაშო დროის მიღების და „მილანში“ შესაძლო გადასვლაზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა კმაყოფილი ვერ ვიქნები ჩემი პირველი სეზონით „ბავარიაში“ და უფრო მეტის თამაშის სურვილი მაქვს. ახლა „ბავარიასთან“ ერთად აზიის ტურნეში ვიმყოფები, ამის შემდეგ მიუნხენში ერთად დავჯდებით და ვიმედოვნებ, რომ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ახალგაზრდა ვარ, მსურს და უნდა ვითამაშო კიდეც“.

„ვფიქრობ, „მილანში“ უფრო დიდი შანსი მექნება ამის გაკეთების, ვიდრე მიუნხენში. „მილანი“ - საინტერესო ვარიანტია“, - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Sport Bild.

რამოდენიმე დღის წინ „ბავარიის“ იტალიელმა მწვრთნელმა რენატუ სანჩესის სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა რომ ჯერ არაფერია კონკრეტული გადაწყვეტილი.

„სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, ახლა სანჩესი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. დრო გვაქვს იმისათვის, რომ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არის იმის შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დატოვოს, მაგრამ ამავე დროს მისი დარჩენაც შესაძლებელია“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.