» » როდრიგესი: "ბავარია - რეალისავით დიდი გუნდია" - ურთიერთობა მიულერთან

როდრიგესი: "ბავარია - რეალისავით დიდი გუნდია" - ურთიერთობა მიულერთან

26-07-2017, 16:03 dachi8 სიახლეები 0

როდრიგესი:
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, რომელიც იჯარის წესით იმყოფება მიუნხენის „ბავარიაში“ ორ კლუბს შორის პარალელები გაავლო. კოლუმბიელი ფეხბურთელი თვლის, რომ მიუნხენური გრანდი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება ფეხბურთელთა კრებულით.

„როდესაც მე ვფიქრობდი „ბავარიაში“ გადასვლის მიზანშეწონილობაზე, ყურადღება გუნდის შემადგენლობაზე გავამახვილე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ იქ იმდენივე ვარსკვლავია, რამდენიც „რეალში“. „ბავარია“ ისეთივე დიდი გუნდია, როგორიც „რეალი“. ასეც შეიძლება ითქვას, რომ „ბავარია“ უფრო დიდი კლუბია ვიდრე „რეალი“. რაც შეეხება ანჩელოტის, ჩვენ კავშირი არ შეგვიწყვეტია ერთმანეთთან, იმის მიუხედავად, რომ ბოლო 2 სეზონი ჩვენ ერთად არ ვმუშაობდით“. – ციტირებს ხამესის სიტყვებს Sport Bild.

თუმცა მოგვიანებით, ხამეს როდრიგესმა თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: "ეს ტყუილია, არ მითქვამს, რომ "ბავარია" "რეალს" აღემატება. პატივს ვცემ ყოფილ კლუბს, გთხოვთ, თავი დამანებოთ, მე უკვე აღარ ვიმყოფები ესპანეთში". მადლობთ".

კოლუმბიელმა ასევე „ბავარიის“ თავდამსხმელის თომას მიულერის მიმართ არ დაიშურა საქებარი სიტყვები და გერმანელის მნიშვნელობა აღნიშნა გერმანული გრანდისთვის.

„თომასი - შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს „ბავარიისთვის“. მან პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო. მე არ მიმაჩნია, რომ თომასი და მე კონკურენტები ვართ. ჩვენ პარტნიორები ვართ, რომლებიც ერთი და იგივე მიზანს ვემსახურებით. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მოედანზე თავსებადნი ვართ ერთად. ჩვენ მხოლოდ სტიმულს ვაძლევთ ერთმანეთს“, - აცხადებს როდრიგესი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.