» » კურტუა: "ბავარიას რაც უნდოდა იმას აკეთებდა"

კურტუა: "ბავარიას რაც უნდოდა იმას აკეთებდა"

26-07-2017, 16:19 dachi8 სიახლეები 0

კურტუა:
“ჩელსის“ გოლკიპერმა ტიბო კურტუამ „ბავარია“ – „ჩელსის“ მატჩის შთაბეჭდილებები გააზიარა. სინგაპურში ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ფარგლებში ჩატარებულ მატჩში მიუნხენელებმა ლონდონელები ანგარიშით 3:2 (3:1) დაამარცხეს.

მატჩში გოლები მიუნხენელების მხრიდან რაფინიამ (6) და თომას მიულერმა (12., 26) გაიტანეს, ხოლო ლონდონელების მხრიდან ალონსო (45+3) და ბაჩუაი (86) გამოირჩნენ.

„ჩვენ არც ისე კარგად დავიწყეთ თამაში. ვფიქრობ, რომ პირველი 5 წუთი ნორმალურად ჩავატარეთ, მაგრამ ამის შემდეგ „ბავარიელებმა“ საქმეს მოჰკიდეს ხელი და ბევრი თავისუფალი ადგილი ჰქონდათ იმისათვის, რომ ის გაეკეთებინათ რაც მოესურვებოდათ, ჩვენ კი ამასთან გამკლავება არ შეგვეძლო“.

3 გაშვებული გოლის შემდეგ გონზე მოვედით და უკეთესად დავიწყეთ თავდაცვა მე-2 ტაიმში, მათ კი შანსები აღარ ჰქონდათ, რომლებსაც პირველ ტაიმში ქმნიდნენ. ვფიქრობ, უკეთესად ჩავატარეთ მე-2 ტაიმი და მომდევნო მატჩში სწორედ ეს უნდა შევინარჩუნოთ“, - ციტირებს კურტუას სიტყვებს ლონდონელთა პრეს-სამსახური.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.