» » ტოლისო: "მეტი პასუხისმგებლობის აღება მსურს"

ტოლისო: "მეტი პასუხისმგებლობის აღება მსურს"

26-ივლ-2017, 17:30
0288
კორენტენ ტოლისომ გადაწყვეტილება მიიღო და სრულიად ახალ სამყაროში აღმოჩნდა. მშობლიურ კლუბში „ლიონში“ 10 წლიანი ასპარეზობის შემდეგ ნახევარმცველი ამ ზაფხულს „ბავარიელთა“ შემადგენლობაში ჩაირიცხა. „ვგრძნობდი, ის მომენტი დადგა, რომ მომდევნო ნაბიჯი გადამედგა“ - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა.

„პირველმა კვირებმა უბრალოდ შესანიშნავად ჩაიარა, ვგრძნობ, რომ კარგად შევეწყე გუნდს“, - ყვება ტოლისო. ბოლო მატჩებში მისი თამაში კი ამ სიტყვების დამადასტურებელია. სჩანს, რომ ტოლისო დიდ სიამოვნებას იღებს თამაშისგან, მატჩში „ჩელსისთან“ ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო.

ყოველთვის ბოლომდე იხარჯება

57-ე წუთზე ტოლისომ საჯარიმოსთან ახლოს ბურთი მიიღო და ერთი მოძრაობით 2 მეტოქე გაწბილებული დატოვა, ეს ფეხბურთელები მისი თანაგუნდელები იყვნენ საფრანგეთის ნაკრებიდან ნ’გოლო კანტე და მსოლფიოს ჩემმპიონი სესკ ფაბრეგასი.

„ჩელსისთან“ მატჩში ტოლისო ყველგან ასწრებდა თამაშს. დაცვაში ის ორგანიზებას უწევდა თავის გუნდს, აქტიურად მონაწილეობდა ორთაბრძოლებში, ხოლო შეტევაში მუდმივად ეძებდა თავისუფალ ზონებს საჯარიმოსთან ახლოს. „მე ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯები. გუნდისათვის და გულშემატკივრებისათვის ძალ-ღონეს არ ვიშურებ. ასეთი ადამიანი ვარ“.

ასევე, ტოლისოს სურს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოედნის გარეთ. „მსურს აუცილებლად ვისწავლო გერმანული“, - განაცხადა გრანგმა, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად სურს ახალ სამყაროში ახალი სამშობლო შეიძინოს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..