» » მარკო ფასონე: რენატუ სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით ბაიერნთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

მარკო ფასონე: რენატუ სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით ბაიერნთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

27-07-2017, 01:56 dachi8 ტრანსფერები 0

მარკო ფასონე: რენატუ სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით ბაიერნთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ
“ბავარიის“ 19 წლის პორტუგალიელის შესაძლო ტრანსფერი „მილანში“ კვლავ პრესის მთავარი თემაა. ინტერნეტ-გამოცემა L'Équipe-ს განცხადებით სანჩესი ახლოს არის „მილანში“ გადაბარგებასთან 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ, იტალიური გამოცემა Sky Italia კი ამტკიცებს, რომ „ბავარიასა“ და „მილანს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესულია, რადგან თუ "მილანს" პორტუგალიელის არენდით დამატება შესაძლო გამოსყიდვის უფლებით სურს, „ბავარიის“ დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულებაში აუცილებელი გამოსყიდვის უფლება ჩაიდოს.

ზემოთ აღნიშნული სხვადასხვა ხასიათის სიახლეებისაგან განსხვავებით „მილანის“ გენერალური დირექტორი მარკო ფასონე რენატუ სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე განცხადებას ავრცელებს:

„ამ მომენტისათვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს კლუბის ხელმძღვანელთან კარლ-ჰაინც რუმენიგესთან. სიტუაცია ჩვენ რამოდენიმეჯერ განვსაჯეთ, მაგრამ ამ მომენტში ჩვენ ვერ ვჯდებით იმ თანხაში, რასაც მიუნხენელები ითხოვენ. თუ აგვისტოში სიტუაცია შეიცვლება, მაშინ მზად ვართ ფეხბურთელი ავიყვანოთ“, - იძახის ფასონე.

რამოდენიმე ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ იტალიელები მზად იყვნენ ფეხბურთელში არენდის თანხა 10 მილიონი გადაეხადათ, შესაძლო გამოსყიდვის უფლებით 35-40 მილიონის ფარგლებში. „ბავარიას“ კი ჯერ-ჯერობით ეს წინადადება არ მიუღია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.