» » რუმენიგე რენატუ სანჩესზე, მიულერზე, ტურნეზე და ახალწვეულებზე

რუმენიგე რენატუ სანჩესზე, მიულერზე, ტურნეზე და ახალწვეულებზე

27-07-2017, 21:25 dachi8 ინტერვიუ / მთავარი ამბები 0

რუმენიგე რენატუ სანჩესზე, მიულერზე, ტურნეზე და ახალწვეულებზე
აზიის 2017 წლის აუდის ტურნეს დასრულების შემდეგ კარლ ჰაინც რუმენიგემ შედეგები შეაჯამა, ასევე სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ისაუბრა. fcbayern.com-ი გვთავაზობს „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის კარლ-ჰაინც რუმემიგეს გამოსვლას.


კარლ-ჰაინც რუმენიგე...

... ზაფხულის აუდის ტურნეს შესახებ: „ეს, ალბათ ჩვენი ყველაზე წარმატებული ტურნე იყო ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველა მიზანს მივაღწიეთ, რაც კი დავისახეთ. ლოზუნგი მოგზაურობის გახლდათ „მეგობრების მონახულება“. ეს ნიშნავს უფრო ახლოს ყოფნას აზიის გულშემატკივრებთან, ასევე, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გამყარებას ამ მიწებზე. ყველაფერი გამოგვივიდა - შესანიშნავი მოგზაურობა და წარმატება“.

...ყველაზე ნათელ მომენტზე: „სპორტული და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ნათელი მომენტი ეს საფეხბურთო სკოლის გახსნაა შენჯენში, სადაც 10 000 ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. ეს სკოლა პილოტური ხასიათის პროექტი იქნება მთელი ჩინეთისათვის. ჩვენ დიდ ძალებს გავიღებთ ნოუ-ჰაუს სფეროში, რადგან ვიცით, რომ „ბავარიას“ შესანიშნავი შანსი აქვს ამგვარი პროექტები მთელს გერმანიაში ინსტრუმენტად გარდაქმნას“.

... სპორტულ კომპონენტებზე: „დღეს საღამოს ჩვენ შესაძლებლობა გვექნება სინგაპურის ჩემპიონები გავხდეთ (იცინის). „მილანთან“ მარცხი მძიმე იყო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი დღეს ევროპის ლიგაზე თამაშობენ კვალიფიკაციაზე და აღნიშნული მატჩის მომენტში მათ უკვე დაასრულეს წინასასეზონო მომზადება. კარლო ტურნეს ფარგლებში ჩვენი მოსამზადებელი სამუშაოებით სრულიად კმაყოფილი დარჩა. ყველაფერი შესანიშნავად ორგანიზებული იყო, მინდორიც კარგ მდგომარეობაში იყო. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, მათ მშვენივრად წარადგინეს კლუბი“.

... კლუბის ლეგენდების მუშაობაზე: „ჯოვანე ელბერი, ხასან სალიხამიჯიჩი და მიროსლავ კლოზე მარკეტინგულ ღონისძიებებში გვეხმარებოდნენ. მიროს წამოყვანა სპონტანური გახლდათ. მან შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო, სჩანდა თუ როგორი პოპულარულია ის აქ. შესაძლოა ჩვენ ეს კვლავ გავიმეოროთ, თუ მიროს სურვილი და დრო ექნება“.

... ახალწვეულების ინტეგრაციაზე: „გუნდმა ძალიან კარგად მიიღო კოკო ტოლისო და ხამესი. ამგვარი მოგზაურობის დროს ფეხბურთელები უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, რადგან ყოველდღიურად უწევთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ტოლისო ძალიან კარგი ყმაწვილია, ის კარგად გვეწყობა ჩვენ. ახლა დისკუსია წარიმართა: მიულერი თუ ხამესი? ტურნემ აჩვენა: მიულერი და ხამესი!“.

... თომას მიულერზე: „კლუბში ორი აზრი არ არსებობს. თომას მიულერი „ბავარიის“ განსახიერებაა. თუ ვინმე "ბავარიის" ფეხბურთელის გრავირებას შეეცდება თომას მიულერი გამოუვა. ის უბრალო ადამიანია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც. ის ჩვენს კლუბს ისე წარმოადგენს, როგორც არავინ სხვა მის მსგავსად. თუ ის ასევე გააგრძელებს, ჩვენ წარმატებული სეზონი გველოდება“.

... რენატუ სანჩესზე: „ჩელსის“ წინააღმდეგ მან სუპერ მატჩი ჩაატარა. მატჩის შემდგომ სჩანდა თუ როგორი ბედნიერი და კმაყოფილი იყო. სინგაპურში ჩვენ დიდხანს ვილაპარაკეთ მასთან. მას არ სურს კლუბიდან წასვლა, მაგრამ თამაშის სურვილი აქვს. სანჩესი - ახალგაზრდა ფეხბურთელია, ის 19 წლისაა, ამიტომ ის სათამაშო დროს საჭიროებს. საჭიროა მოცდა. შესაძლოა ის ჩვენ 1 წლით არენდით გავუშვათ, რადგან ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის „ბავარიისთვის“ კარგი ფეხბურთელი გახდება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული“.

... სპორტული დირექტორის პოზიციაზე: „ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან გარკვეულ პროცედურებს გავდივართ. ული ჰიონესმა ყველაფერი უნდა შეათანხმოს თავის კოლეგებთან სამეთვალყურეო საბჭოში. მაგრამ დიდ დროს ეს არ წაგვართმევს“.

... ხუან ბერნატის ტრავმაზე: „მწვრთნელი და მე ვთვლით, რომ შემცვლელის ყიდვა საჭიროებას არ წარმოადგენს. მარკო ფრიდლს შეუძლია თამაში. ასე, რომ მარცხენა ფლანგზე კარგი ტანდემი შეიკვრება 2 ავტრიელისგან“.

... თანამშრომლების მუშაობაზე: „ტურნეში ჩვენთან ერთად კლუბის თითქმის 100 თანამშრომელი წამოვიდა. ყველამ დიდი სამუშაო გასწია. ჩვენ ახალი სტანდარტები დავამყარეთ. ასეთი ხარისხი მე ჯერ არ მინახავს“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.