» » "ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

27-07-2017, 23:07 dachi8 სიახლეები 0

საზაფხულო აზიის ტურნეს დამასრულებელ თამაშში „ბავარიამ“ ხელიდან გამარჯვების შანსი გაუშვა. ჩემპიონთა საერთაშორისო თასის მატჩში რეკორდმაისტერი მილანის „ინტერთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სინგაპურის ნაციონალურ სტადიონზე „ნერაძურის“ შემადგენლობიდან 2 ბურთი ედერმა გაიტანა (8., 30). მიუნხენელებიდან ფრანკ რიბერიმ მინდორი ტრავმის გამო ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დატოვა.

2 დღის წინ „ჩელსისთან“ წარმატებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ 5 ცვლილება განახორციელა ძირითად შემადგენლობაში. სვენ ულრაიხმა ტომას შტარკე შეცვალა და ამით ტრავმის შემდეგ 3 თვიანი პაუზის შემდგომ თავისი დაბრუნება აღნიშნა. ამის გარდა, ხავი მარტინესის, მარკო ფრიდლის, რენატუ სანჩესისა და თომას მიულერის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ფელიქს გიოტცე, დავიდ ალაბა, ნიკლას დორში და კინგსლი კომანი გამოვიდნენ.

პირველი მომენტი მატჩში მიუნხენელებმა შექმნეს: რიბერიმ მარცხენა შუაფრთიდან დარტყმა განახორციელა, თუმცა ბურთს ხანდანოვიჩი ჩაუდგა (6.). 2 წუთის შემდეგ მიუნხენელების კართან კი კარგი მომენტი უკვე ედერს მიეცა, მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული, 6 მეტრიდან თავური დარტყმით გოლი გაიტანა 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ თამაში გათანაბრდა. ორივე გუნდი ლამაზ კომბინირებულ თამაშს თამაშობდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. სანამ „ბავარიელები“ ცდილობდნენ მილანელების აწყობილ დაცვაში ხინჯი ეპოვნათ, „ინტერმა“ ფსონი კონტრშეტევებზე გააკეთა და საბოლოოდ ამან სრულიად გაამართლა. 30-ე წუთზე ედერმა კვლავ ანალოგიური სიტუაციიდან, პერიშიჩის ჩაწოდების შემდეგ დუბლი შეასრულა 0:2.

3 წუთის შემდეგ კიდევ ერთი არასასიამოვნო რამ მოხდა „ბავარიისთვის“: რიბერიმ ტრავმა მიიღო. შკრინიართან შეჯახების შემდგომ ფრანგმა მოედანი დატოვა, მის ნაცვლად კი მილოშ პანტოვიჩი გამოჩნდა. შესვენებაც მოახლოვდა და „ინტერი“ გასახდელში 2 გოლის უპირატესობით გავიდა.

შესვენებაზე ანჩელოტიმ 4 ცვლილება განახორციელა და მე-2 ტაიმის დაწყებისთანავე ორმაგი შანსი ჰქონდა კომანს ლევანდოვსკისთან ერთად, მაგრამ ბურთის ბადეში გადაგზავნა ვერა და ვერ მოახერხეს. შეცვლაზე შემოსული ფრიდლი (58.) და სანჩესი (72.) დისტანციიდან გასროლისას არაზუსტნი აღმოჩნდნენ.
მრავალრიცხოვანმა შეცვლებმა „ნერაძურიდან“ მე-2 ტაიმში თამაშის ტემპი საგრძნობლად დააგდო. საბოლოოდ მილანის „ინტერმა“ 2:0 ანგარიშით გაიმარჯვა და შაბათს აქვე სინგაპურში ლონდონის „ჩელსისთან“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს.

მიუნხენელები კი თამაშის დამთავრებისთანავე აეროპორტში გაემგზავრნენ. 12 დღის შემდეგ გუნდი კვლავ უბრუნდება მშობლიურ მიუნხენს.

შემადგენლობები:

„ბავარია“: ულრაიხი (ჰოფმანი, 69) - რაფინია (ფრიდლი, 46), ჰუმელსი (მარტინესი, 46), გიოტცე, ალაბა - ტოლისო (სანჩესი, 46), დორში - კომანი, ხამესი (მარტინესი, 46), რიბერი (პანტოვიჩი, 33) - ლევანდოვსკი (ვინცჰაიმერი, 69).

„ინტერი“: ხანდანოვიჩი - შკრინიარი (რანოკია, 90), ნაგატომო (ვალეტტი, 90), დ’ამბროზიო (ანსალდი, 84), მირანდა (მირილიო, 84) - კონდოგბია, ვალერო (გალიარდინი, 66), ჟოაუ მარიუ (ბროზოვიჩი, 65), კანდრევა (ბიაბიანი, 65), პერიშიჩი (პინამონტი, 84) - ედერი (გაბრიელი, 50).

დასწრებადობა: 23 388

გოლები: 0:1 ედერი (8.), 0:2 ედერი (30)

ყვითელი ბარათები: გიოტცე

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო

"ბაიერნმა" "ინტერთან" წააგო
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.