» » ანტონიო კონტე რენატუ სანჩესით დაინტერესდა

ანტონიო კონტე რენატუ სანჩესით დაინტერესდა

28-07-2017, 16:16 dachi8 სიახლეები 0

ანტონიო კონტე რენატუ სანჩესით დაინტერესდა
“ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პირადადაა დაინტერესებული „მიუნხენელების“ ნახევარმცველი რენატუ სანჩესით.

„მინიმუმ 10 კლუბია, რომლებიც მზად არიან სანჩესი არენდით აიყვანონ. „ჩელსისთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ გვთხოვა ინფორმაცია მიგვეწოდებინა რენატუზე, რადგან მან იცის, რომ ამ ფეხბურთელს შესწევს უნარი სარგებელი მოუტანოს გუნდს მინდვრის ცენტრში. რენატუს რეგულარულად სურს თამაში. ჩვენ ცოტა მოგვიანებით შევაფასებთ სიტუაციას მთლიანობაში, მაგრამ თუ სანჩესი წავა, მაშინ ეს ალბათ არენდა იქნება. ჩვენ კვლავინდებურად მისი იმედი გვაქვს“, - აცხადებს რუმენიგე.

გუშინ გაკეთებულ განცხადებაში რუმენიგემ ზემოთ აღნიშნული სიტყვები დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ბავარია“ მზადაა პორტუგალიელი ნახევარმცველის არენდით გაშვების საკითხი განიხილოს, თუმცა ისიცი დაამატა რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება კლუბს ამის შესახებ არ მიუღია..
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.