» » ხასან "ბრაზო" სალიხამიჯიჩი ბავარიის ახალი სპორტული დირექტორია!

ხასან "ბრაზო" სალიხამიჯიჩი ბავარიის ახალი სპორტული დირექტორია!

1-08-2017, 00:40 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 1

ხასან
ხასან სალიხამიჯიჩი - „ბავარიის“ ახალი სპორტული დირექტორია! 1998-2007 წლების პერიოდში „ბრაზომ“ რეკორდმაისტერის შემადგენლობაში ბუნდესლიგაში 234 შეხვედრა ჩაატარა და 88 შეხვედრა საერთაშორისო ტურნირებზე. 2001 წელს კი მან „ბავარიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„ხასანი - „ბავარიას“ ძალიან კარგად იცნობს. ის ძალიან შრომისმოყვარე, სერიოზული და ერთგული ადამიანია, რომელიც 5 ენას ფლობს. წლებმა, რომლებიც იტალიაში გაატარა ფართომასშტაბიან კონტაქტებზე გაიყვანა, რომელიც მას მუშაობაში დაეხმარება. ჩვენ მას მთლიანად ვენდობით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ის თავის სამუშაოს როგორც საჭიროა ისე შეასრულებს“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„ის მეტად მნიშვბელოვანი იქნება“

„სალიხამიჯიჩი მწვრთნელს, გუნდსა და კლუბს შორის დამაკავშრებელი რგოლი იქნება. ამის გარდა ის ახალგაზრდული აკადემიისათვის ფეხბურთელებს მოიზიდავს. ის ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება“, - ხაზი გაუსვა რუმენიგემ.

ული ჰიონესი ასევე დარწმუნებულია „ბავარიის“ ახალ სპორტულ დირექტორში: „რამოდენიმე ხნის წინ ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ „ბავარიამ“ თავისი გზა უნდა მოძებნოს. ჩვენ ჩვენს ფესვებს უნდა დავუბრუნდეთ, ახალგაზრდული ცენტრის მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ, კარგი განწყობა უნდა შევქმნათ გულშემატკივრებსა და ყველა იმ ადამიანს შორის ვისაც კი რაიმე ურთიერთობა აკავშრებს ამ კლუბთან და ვინ შეიძლება იყოს ამაზე ახლოს კლუბთან, თუ არა ხასან სალიხამიჯიჩი? მან კარგად იცის „ბავარია“, კლუბთან ერთად მარცხიცა და გამარჯვებაც იწვნია, დაღმასვლაც და აღმასვლაც. ჩვენ ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომლებსაც ენდობიან ფეხბურთელები, აღმასრულებელი საბჭო და გულშემატკივრები. დარწმუნებულნი ვართ, რომ ზუსტად ის ადამიანი ვიპოვეთ, რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდით“, - განაცხადა „ბავარიის“ პრეზიდენტმა.


„ჩემში „ბავარიის“ დეენემია“

„ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებოდი როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩებში. ამავე განწყობით ვაპირებ ჩემი სამუშაოს შესრულებას სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. მზად ვარ 24 საათი 7 დღე ვიმუშაო კვირაში“, - განაცხადა მოტივირებულმა სალიხამიჯიჩმა. როდესაც ეს წინადადება მივიღე, დიდხანს არ მიფიქრია. „მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს შემიძლია. კონტაქტი არასოდეს არ გამიწყვეტია კლუბის თანამშრომლებთან, ფეხბურთელებთან და ფიზიოთერაპევტებთან. კლუბის ყველა სტრუქტურას ვიცნობ. ჩემში „ბავარიის“დნმ-ია და მზად ვარ მაქსიმუმი გავიღო“.

სალიხამიჯიჩისათვის „ბავარია“ გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კლუბი. რეკორდმაისტერში ის 1998 წელს გადმოვიდა, სადაც მომდევნო წლებში მან ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა, რომ მოეგო: გერმანიის ჩემპიონატის 6 გზის, გერმანიის თასის 4 გზის, 2001 წლის ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტაშორისო თასის გამარჯვებული. „ბავარია“ ჩემთვის ყველაფერი იყო. ჩემი თავი ამ კლუბთან 100 პროცენტით იდენტიფიცირებული მქონდა. დღეს იგივეს ვგრძნობ“, - იძახის „ბრაზო“, რომელიც ამა წლის თებერვალში „ბავარიის“ ელჩად დაინიშნა.

„ბრაზო“ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. ზაბენერშტრასეზე სპორტული დორექტორის თანამდებობაზე მას 3 წელი მოუწევს მუშაობა. ბოსნიელს ერთი სული აქვს როდის დაიწყებს მუშაობას გუნდთან ერთად, რომელიც სალიხამიჯიჩის დანიშვნას მეტად დადებითად გამოეხმაურა. „მე ყველა ფეხბურთელს ვიცნობ. ახლა კი უფრო უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს და უფრო მეტი ნდობა იქნება ჩვენს შორის. თუ ჩვენ ერთსულოვნად ვიმუშავებთ, მაშინ დიდ სიმაღლეებს შევწვდებით. მე მზად ვარ!.
1
0

dachi8 (1 აგვისტო 2017 00:53)

5 ენაზე ლაპარაკობსო და რა საინტერესოა, რომლებზე
აქედან:
გერმანული იცის
დანარჩენი ბოსნიაში - ბოსნიური, სერბული და ხორვატული ენაა სახელმწიფო და ეგეც შენი 4 ენა უკვე და ალბათ კიდევ ინგლისური lool
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.