» » ბავარიამ ლივერპულთან წააგო. მატჩის შემდგომი კომენტარები

ბავარიამ ლივერპულთან წააგო. მატჩის შემდგომი კომენტარები

2-08-2017, 05:45 dachi8 სიახლეები 0

ბავარიამ ლივერპულთან წააგო. მატჩის შემდგომი კომენტარები
აუდის თასის პირველი დღე „ბავარიისათვის“ უიღბლოდ დაიწყო. კარლო ანჩელოტის გუნდმა „ლივერპულს“ ანგარიშით 0:3 დაუთმო. აუდის თასის ნახევარფინალში „ალიანც არენაზე“ „ლივერპულმა“ 3 კონტრშეტევა 3 გოლად გარდასახა. გოლები სადიო მანემ, მოჰამედ სალაჰმა და დანიელ სტარიჯმა შეაგდეს. 1 გოლი გაუქმდა, ლალანას თამაშგარე მდგომარეობის გამო, რომელსაც ფეხზე მოხვდა ბურთი.

„ლივერპულს“ უკვე მომდევნო კვირას პრემიერ ლიგაში ახალი სეზონი ეწყება და ფაქტიურად წინასასეზონო მომზადება უკვე დასრულებული აქვს.

ოთხშაბათს, 22:30 საათზე „ლივერპული“ ტურნირის ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება, ხოლო, „ბავარია“ მე-3 ადგილისათვის „ნაპოლის“ შეხვდება (19:45 სთ).

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „მთლიანობაში „ლივერპული“ უკეთესად გამოიყურებოდა. აგრესიულები და სწრაფები იყვნენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ლივერპულმა“ ფაქტიურად დაასრულა წინასასეზონო მომზადება . ჩვენ 5 თამაში ჩავატარეთ, რომლიდანაც 4 წავაგეთ. სწრაფად უნდა ავკრიფოთ ფორმა და კვლავ გამარჯვებები დავიწყოთ. ხვალ მწვრთნელი აუცილებლად როტაციას მიმართავს, რადგან შაბათს სუპერთასის მატჩი გველოდება. თუმცა, ხვალინდელი თამაშის ჩუქებას ნამდვილად არ ვაპირებთ. უნდა შევეცადოთ კარგი შედეგი მივიღოთ. ბუნდესლიგის დაწყებამდე 2 კვირაა დარჩენილი, მაგრამ ისინი სწრაფად ჩაივლიან“.

კარლო ანჩელოტი: „ჩვენ ჯერ კიდევ არ აგვიკრეფია ჩვენი საუკეთესო ფორმა, დაცვაში და შეტევაში კარგად არ გვითამაშია. შაბათს ნამდვილად ჩვენს საუკეთესოს ვაჩვენებთ. როგორც წესი, ამდენ გოლს ჩვენ არ ვუშვებთ ხოლმე. პრობლემა ცხადია: ბალანსი გვაკლია. „ლივერპული“ უკეთეს ფორმაში იმყოფება, ვიდრე ჩვენ. ისინი მალე ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე დაიწყებენ თამაშს. მათ ძალიან კარგად ჩაატარეს კონტრშეტევები. ჩვენ გოლები გავუშვით, რომლებსაც როგორც წესი სწორი ბალანსის მეშვეობით ვიცილებთ ხოლმე თავიდან“.

თომას მიულერი: „დღეს ჩვენ კარგად მხოლოდ პირველი 10 წუთი ვითამაშეთ. შემდეგ შეცდომა დავუშვით და ანგარიში 1:0 გახდა. ვერ მოვახერხეთ და გუნდური თამაში ვერ ვაჩვენეთ მთელი დროის განმავლობაში. ახლა ჯერ ჩვენ 100 პროცენტით მზად არ ვართ. წინ უნდა გავიხედოთ. არასასიამოვნოა, როდესაც გუნდი ასე ცუდად თამაშობს. სწორი რეაქცია უნდა ვაჩვენოთ“.

იურგენ კლოპი: „თუ შენ ბავარიას 3:0-ს უგებ, მაშინ უბრალოდ ყველაფერი შესანიშნავადაა. მხოლოდ პირველ ტაიმში ჩვენ საკმაოდ ცოტა ვითამაშეთ ფეხბურთი. ამიტომ ბავარია ბურთს მეტად ფლობდა, ჩვენ კი ბევრი სირბილი მოგვიწია. მე-2 ტაიმში ჩემმა გუნდმა აჩვენა თუ რამდენად კარგად შეუძლია მას ფეხბურთის თამაში“.

ემრე ჯანი: „ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვიცით, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, უბრალოდ სტაბილურები უნდა გავხდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია“.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.