» » ჰუმელსი: "მატჩი ლივერპულთან - ჩემთვის ყველაზე უარესია ბავარიის შემადგენლობაში"

ჰუმელსი: "მატჩი ლივერპულთან - ჩემთვის ყველაზე უარესია ბავარიის შემადგენლობაში"

4-08-2017, 03:23 dachi8 სიახლეები 1

ჰუმელსი:
გაცილებით გაახალგაზრდავებულმა შემადგენლობამ, რომლის საშუალო ასაკი 21 წელს შეადგენდა „ნაპოლისთან“ ამხანაგურ აუდის თასის ტურნირზე ჩატარებულ მატჩში მარცხი განიცადა. გერმანული კლუბი იტალიურ „ნაპოლისთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა. “ბავარიის“ ცენტრალურმა მცველმა მათს ჰუმელსმა ბოლო წაგებების სერია შეაჯამა და საკმაოდ კრიტიკული კომენტარით გამოირჩა.

„ჩვენ მეტისმეტად გავუიოლეთ „ლივერპულს“ ცხოვრება და ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი მატჩი იყო „ბავარიის“ შემადგენლობაში“.

„იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გამოვიდა მოედანზე მომდევნო მატჩში „ნაპოლისთან“ (0:2) გულშემატკივრების მხრიდან სტვენა არადროული იყო“.

„შესაძლოა, გულშემატკივრები ჯერ კიდევ იმედგაცრუებულები იყვნენ „ლივერპულთან“ მარცხის გამო. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“.

„ზოგჯერ გამაფრთხილებელი გასროლა სასარგებლოა, მაგრამ ეს უკვე მე-2 და მე-3 გაფრთხილებაა, აქ უნდა გავჩერდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული აგვისტო გველოდება“, - იძახის ჰუმელსი.
1
0

-ss- (4 აგვისტო 2017 10:39)

ოპტიმალური ფორმიდან ძალიან შორს ვართ cranky
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.