» » კლუბის შიგნით

კლუბის შიგნით

4-08-2017, 03:45 dachi8 სიახლეები 0

კლუბის შიგნით
ბუნდესლიგის კლუბების მწვრთნელების აზრით "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის ფავორიტია, ხოლო მანუელ ნოიერმა კვლავ ჩაიცვა ხელთათმანები. გასულ თვეში რეკორდმაისტერის პირველმა ნომერმა გარბენითი ვარჯიშები დაიწყო. ხოლო, ხუთშაბათს მან უკვე მომდევნო ნაბიჯი გადადგა.

მეკარეების მწვრთნელის ტონი ტაპალოვიჩის დაკვირვების ქვეშ 31 წლის კაპიტანმა მეკარის ვარჯიშები ჩაატარა. 20 წუთის განმავლობაში ნოიერი ზომიერი ინტენსივობის ფარგლებში ბურთის დაჭერაში ვარჯიშობდა. „სასიამოვნოა მოედანზე კვლავ ყოფნა“ - გააზიარა კმაყოფილმა ნოიერმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.


ბუნდესლიგის მწვრთნელები „ბავარიაზე“ დებენ ფსონს

ბუნდესლიგის კლუბების მწვთნელების აზრით „ბავარია“ ახალ სეზონში კვლავ მთავარი ფავორიტი იქნება ჩემპიონატში. გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც გერმანულმა პრეს-სააგენტომ ჩაატარა, უპირატესობა რეკორდმაისტერს 16-მა მავრთნელმა მიანიჭა 18-დან. ხოლო 2-მა ფავორიტად „ბორუსია“ დაასახელა.

„ბავარიის“ მწვრთნელი კარლო ამჩელოტი ფავორიტის როლს ირგებს: „რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვსურს ჩემპიონობა. მთავარი კონკურენტები იგივე კლუბები იქნებიან, მაგრამ პირველ რიგში ეს დორტმუნდის „ბორუსიაა“ - იძახის იტალიელი სპეციალისტი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.