» » რეკორდის ზღვართან

რეკორდის ზღვართან

4-08-2017, 20:47 dachi8 სიახლეები 0

რეკორდის ზღვართან
53 სანტიმეტრი, 5.500გრ. - ეს ახალდაბადებულის ანტროპომეტრიული მაჩვენებლები არაა, რომელსაც მომავალი „ბავარიის“ ვარსკვლავად გახდომა უწერია. ეს გერმანიის სუპერთასის მახასიათებლებია, რომლისთვისაც შაბათს (22:30სთ) „ბავარია“ და „ბორუსია“ იბრძოლბენ. სეზონის პირველ ოფიციალურ ტიტულს ორი რეკორდსმენი გაათამაშებს. „ბავარიასაც“ და „ბორუსიასაც“ უკვე მოგებული აქვს ეს თასი 5-ჯერ. შაბათის საღამოს მათ შორის ერთ-ერთი მათგანი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება მოგებებში ამ ტურნირზე. fcbayern.com-ს სხვა ფაქტებიც მოჰყავს:

მიზანი - ტიტულის დაცვა

ბოლოს გერმანიის რეკორდმაისტერმა ეს ტიტული 1 წლის წინ მოიგო, ფინალში მან იგივე „ბორუსია“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ახლა მიუნხენელებს ტიტულის დაცვა აქვთ გადაწყვეტილი. თუმცა, მატჩის შედეგის მიუხედავად „ბავარია“ 1 რეკორდს მაინც დაამყარებს, თუნდაც მხოლოდ მინდორზე გამოსვლით. ეს მე-6 თამაში იქნება „ბავარიის“ ფინალში, ასეთი კი ჯერ ამ დრომდე არც ერთ გუნდს არ აქვს დამყარებული.

გამოცდილი მებრძოლები

არა მხოლოდ „ბავარია“ არამედ „ბორუსიაც“ მუდმივი მონაწილეა ამ ტურნირის. ბოლო 6 თამაშში ამ ორ გუნდს შორის მხოლოდ ერთხელ ერთ-ერთი ვერ ხვდებოდა ფინალში (დორტმუნდმა 2015 წელს გამოტოვა ფინალი). პირისპირ შეხვედრებში მოწინააღმდეგეებს თანაფარდობა აქვთ: 2 ჯერ მიუნხენმა იზეიმა გამარჯვება (2012 და 2016 წწ.) და დორტმუნდმა (2013 და 2014 წწ.).

ანჩელოტის პირველობა სურს

სუპერთასზე წინა წლის გამარჯვებამ „ბავარიის“ მწვრთნელის რანგში ანჩელოტის პირველი ტიტული მოუტანა . გამეორების შემთხვევაში იტალიელი ისტორიაში შევა, როგორც პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც სუპერთასი 2-ჯერ მოიგო.

გამარჯვების ტრადიცია

პირადი შეხვედრების სტატისტიკა ამის დაჯერების საშუალებას იძლევა. „ბავარიამ“ ბოლო 10 ოფიციალური შეხვედრებიდან „ბორუსიასთან“ 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 2 წაგება აქვს. შეხვედრების ბალანსი 1963 წლიდან - ისიც პოზიტიურია, 116 თამაშში „შავ-ყვითლებთან“ რეკორდმაისტერს 54 გამარჯვება, 30 ფრე და 32 წაგება აქვს.

განსაკუთრებული დებიუტი

შაბათს ტობიას შტილერი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში შევა. ის პირველი ვიდეო ასისტენტი გახდება მთავარი არბიტრის, რომელიც ოფიციალურ მატჩს გაუძღვება გერმანიაში. შტილერი მონიტორთან დაეხმარება მთავარ არბიტრს ფელიქს ცვაიერს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.