» » ნოიერი საუკეთესო გოლკიპერის ნომინაციაზეა წარდგენილი

ნოიერი საუკეთესო გოლკიპერის ნომინაციაზეა წარდგენილი

4-აგვ-2017, 20:57
0235
მანუელ ნოიერი უეფას 3 კანდიდატს შორისაა - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლკიპერის ნომინაციაზე წარდგენილი. ნოიერის გარდა ამ ჯილდოსთვის ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“) და იან ობლაკი (მადრიდის „ატლეტიკო) იბრძოლებენ.

ჟიური 32 გუნდის მწვრთნელებისაგან შედგება, რომლებიც წინა სეზონზე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდნენ, ასევე, ხმის მიცემაში 55 ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას.

დაჯილდოების ცერემონია მონაკოში 24 აგვისტოს გაიმართება.


ლამი უკვე მეორედ გახდა მამა

ყოფილ „ბავარიელს“ ფილიპ ლამს და მის მეუღლეს კლაუდიას მეორე შვილი ეყოლათ. „დღეს დილას ამ ქვეყანას პატარა ლენია მოევლინა! დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. იულიანი კი სულმოუთმენლად ელოდება დის ნახვას. მე ძალიან ბედნიერი ვარ“, - გააზიარა თავის ფეისბუქის გვერდზე „ბავარიის“ ყოფილმა კაპიტანმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..