» » გონივრული ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვება

გონივრული ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვება

4-08-2017, 21:23 dachi8 სიახლეები 1

გონივრული ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვება
ზაბენერშტრასეზე იგრძნობა, რომ სერიოზული დღეები დგება. პირველად ამ სეზონში ანჩელოტი უცხო თვალისგან სამწვრთნელო მოედანს ხურავს (სავარჯიშო მოედნის მთლიანი პერიმეტრი დიდი ფარდებითაა დახურული). ტაქტიკური გეგმები შაბათის მატჩისათვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. შაბათს ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით „ბავარია“ ქვეყნის თასის მფლობელებს დაუპირისპირდება.

„ჩვენ ძალიან დიდი მოტივაციით ვართ და პირველი ოფიციალური მატჩის მოგება გვსურს. ეს ფინალია - იძახის იტალიელი. თუმცა წინასასეზონო მომზადება იდეალური არ ყოფილა, მაგრამ 58 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ გუნდი მზადაა „სუპერთასისათვის“. ამის მიუხედავად, ანჩელოტის მშვენივრად ესმის, რომ ბოლო მატჩებში მის გუნდს პრობლემები ჰქონდა.

ბალანსი უნდა მოვძებნოთ

„ჩვენ ვიცით, რომ ამ მომენტისათვის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ ვიმყოფებით, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ფიზიკა არაა. ფეხბურთი - ეს ასევე ტაქტიკა, სტრატეგია, გამოცდილება, ინდივიდუალური ოსტატობა და მოტივაციაა. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვწევს ამ მახასიათებლების დემონსტრირება თამაშში“, - ახსნა მთავარმა მწვრთნელმა.

„ბალანსი თამაშში - აი რაშია წარმატების საიდუმლო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაგვეხმარება უკეთ ვითამაშოთ დორტმუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“. ამასთან, მოახლოებულ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება არიენ, რობენი, ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, მანუელ ნოიერი, ტიაგო, ხამეს როდრიგესი და ხუან ბერნატი.


გონივრული ფეხბურთის ჩვენება

ამის მიუხედავად ანჩელოტი ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ჩვენ შეგვიძლია ეს ფეხბურთელები ჩავანაცვლოთ და მათ გარეშეც კი ვიზეიმოთ გამარჯვება“. ანჩელოტი თავის გუნდს მოუწოდებს „გონივრული თამაშისაკენ“. იტალიელმა აღნიშნა, რომ „ბავარიას“ ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება, ახალი მწვრთნელით სათავეში“, რომელიც უფრო მეტად ახალი სტრატეგიით ითამაშებს.

პეტერ ბოშმა, თავისთავად წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე თავის სტრატეგაზე არაფერი არ მოყვა, მაგრამ აღნიშნა, რომ მატჩს სულმოუთმენლად ელის. „ძალიან საინტერესო იქნება, სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში, „ბავარიასთან“ თამაში“, - განაცხადა 53 წლის მწვრთნელმა. მოახლოებულ მატჩში ბოშის გუნდს ანდრე შურლე ვერ დაეხმარება.

პირველად გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში მატჩი ვიდეო ასისტენტის მონაწილეობით ჩატარდება. დანარჩენი ყველაფერი ძველი წესებითაა. თუ გამარჯვებული 90 წუთის განმავლობაში არ გამოვლინდება, მაშინვე პენალტების სერია დაინიშნება, ყოველგვარი დამატებითი დროის გარეშე.
1
0

efenbergi 19 (5 აგვისტო 2017 13:26)

დღეს უნდა მოვიგოთ
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.